
თბილისის მერის, კახა კალაძის მეუღლის, დიზაინერის ანუკი არეშიძის მილანში ყოფნას არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარის ხელმძღვანელი ბაია პატარაია გამოეხმაურა.
„აგერ დიზაინერი ანუკი არეშიძე (კალაძის ცოლი) მილანიდან ფოტოებს აფრიალებდა ინსტაგრამზე თებერვლის ბოლოს და 1 დღე არ მჯდარა თვითიზოლაში. ჰოდა, რა ჰგონია თბილისის მერს და მის ოჯახს, რომ ქოცობა დაიცავთ კორონავირუსისგან? რა მაგალითს იძლევიან? თუ თვითიზოლაციის წესი ბობოლებზე არ ვრცელდება? ზუსტად ასეთმა იდიოტურად თავდაჯერებულმა „დირეხტორმა" მოსდო ვირუსი ხალხს", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარის" ხელმძღვანელი, ბაია პატარაია წერს.
ანუკი არეშიძემ კი, „პრაიმტაიმის" უთხრა, რომ მან იტალია ეპიდემიის გავრცელებამდე დატოვა, ამჟამად იმყოფება საქართველოში.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე