
"მთავარი არხის" დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტოს ამირან გამყრელიძეს ბოდიშს უხდის.
"არასდროს არ გამიგია ბატონი ამირანის ტრაგედიის თაობაზე. ვწუხვარ და ბოდიშს ვუხდი, თუ ტკივილი მივაყენე ჩემი დაუფიქრებელი სტატუსით. ნიკას გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ჩემს სამშობლოს ვუსურვებ კორონა ვირუსის უსწრაფესად დამარცხებას და არასდროს იმგვარ პოლარიზებულ პოლიტიკურ სიტუაციას, როცა საერთო საფრთხის წინაშე ისე გაგვიჭირდება გაერთიანება, როგორც დღეს.
სიყვარული გვაერთიანებს" - წერს ნიკა გვარამია.
ცნობისთვის, გუშინ ნიკა გვარამიამ დაწერა სტატუსი, რომელსაც უამრავი გამოხმაურება მოჰყვა: ამირან გამყრელიძე - კაცი, რომელიც ვითომ იმაზე მუშაობს, რომ ქვეყანა ვირუსისგან დაიცვას და საკუთარ შვილს ვერ აუხსნა, როგორ მოიქცეს, რომ ვირუსი არ შეეყაროს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე