რეზონანსი
15.03.2020

ტელეკომპანია “მთავარის” დამფუძნებელი ნიკა გვარამია შემდეგი სახის მიმართვას ავრცელებს:

“პირველი კორონავირუსის მქონე პაციენტი გამოაჯანმრთელა ქართულმა მედიცინამ! უმაგრესი ამბავია! უღრმეს მადლობას და დიდ სიამაყეს გამოვხატავ საჯაროდ!

ახლა ძალიან საინტერესოა, ბოლო-ბოლო გავიგოთ, როგორ და რამდენი ხანი მიმდინარეობს ეს დაავადება, როგორია მისი კლინიკა. მარტივად რომ მოგვიყვეს ვინმე (ბატონი ამირანი და ბატონი პაატა, საუკეთესო იქნებოდა), რა ხილია ეს კორონა.

კიდევ ერთხელ ბოდიშს ვუხდი ყველას, ვისაც პირადად ჩემი თუ არხის კრიტიკის გამო დისკომფორტს ვუქმნით, მაგრამ კრიტიკოსის მწარე ხვედრს ჩვენ შეგუებულნი ვართ (ასეთი ბულინგი, განსაკუთრებით ექიმების მხრიდან, ცოტა უჩვეულოა, რბილად რომ ვთქვათ, მაგრამ არა უშავს, გადავიტანთ). ასე ვაპირებთ ვიმუშაოთ ამ და სხვა ხელისუფლებების დროს. ჩვენთვის უფრო სასურველი ხელისუფლების მიმართ კრიტიკულობის სიმწვავის შენარჩუნება, საერთოდაც, არხის უმთავრეს გამოწვევად მიგვაჩნია.

ბოდიში, მაგრამ ისიც უნდა ვთქვა, რომ არც არავინ გვიხსნის, როგორაა სწორი. ჩვენ თვითონ ვეძებთ ცდისმიერად რაა სწორი და რა შეცდომა. ვცდილობთ, შეცდომები აღარ გავიმეოროთ.

დარწმუნებულები ვართ, ამ კრიზისს დავძლევთ და გამარჯვებული გამოვა ქართული მედიცინა და ცოდნით და გამოცდილებით გაძლიერებული – ქართული მედია, ჩვენი არხის ჩათვლით.

ყველაფერი კარგად იქნება! სიყვარული გვაერთიანებს!” - წერს გვარამია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×