რეზონანსი
15.03.2020

იტალიის მოქალაქე ქართველებს მიმართავს. ნუჩო გარილი წერს, რომ იტალიელებს ცუდი პერიოდი უდგათ, თუმცა აქვთ შესაძლებლობა, რომ ისევ გამოხატონ სიყვარული.

ნუჩო გარილი იმედოვნებს, რომ საქართველოში დაბრუნდება, ამისთვის კი საქართველოს მოქალაქეებს სთხოვს, რეკომენდაციები რაც შეიძლება ზედმიწევნით შეასრულონ.

„ფრთხილად იყავით, გაიკეთეთ ნიღბები და მიჰყევით თქვენთვის მოცემულ ინსტრუქციებს. თქვენ ამის გაკეთება შეგიძლიათ და ეს აუცილებლად უნდა შეძლოთ, რადგან მსურს, დავბრუნდე კახეთში, რომ დავაგემოვნო თქვენი საუკეთესო ღვინო და ჩვენი გამარჯვების სადღეგრძელო ვთქვა", - წერს იტალიელი ტურისტი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×