
საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე მარნეულსა და ბოლნისის ჩაკეტვის საკითხს სოციალურ ქსელში ეხმაურება და საზოგადოებას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.
"და ბოლოს როდის იყავით ან მარნეულში, ან ბოლნისში, ან ახალქალაქში, ან ახალციხეში, ან დმანისში - ახლა რომ გაჰკივიხართ? დაგვღუპა, დაგვღუპაო. კი არ დაგვღუპა, ერთად დავიღუპეთ. თავს არ ვიქებ ან ახლა რა თავის ქების დროა, მაგრამ კვირაში ერთხელ რომ დავდიოდით, ქართულის გაკვეთილებს ვატარებდით და წიგნები ჩაგვქონდა, ვიღაცას აქ შეიძლება თავისგამოსაჩენი აქციები ეგონა. მოწყვეტილია ის ხალხი პროცესს და თუ ჩვენ არ მივუკაკუნეთ, თვითონ ამას ვერ და არ იზამენ.
თუმცა ახლა საქმეების რჩევის დრო ნაკლებადაა. მათ, ვისაც ევალება, იმოქმედებს, თქვენ კი, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ:
#დარჩისახლშითქვენი#გიორგიკეკელიძე #giorgikekelidze" - წერს კეკელიძე.
მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის ეპიდემიის გამო, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტი ჩაიკეტა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე