
საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი, დიანა ჭანკოტაძე ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობასა და თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანების ემოციებზე წერს:
,,დღეს ლილის საავადმყოფოში 68 წლის ექიმი კორონა ვირუსით გარდაიცვალა, ასევე მძიმედაა რამდენიმე ექთანი… საგანგებო მდგომარეობას ბევრი ადამიანი არ იცავს, რაც საქმეს კიდევ ართულებს.
დღეს ტელევიზიებმა გადმოსცეს, რომ საგანგებო სახლში დარჩენის მდგომარეობა 4 ან 6 კვირით კიდევ გაიზრდება.
12 წლის სიცხიანი გოგონა მიიყვანა მამამ ექიმთან, აუხსნა, რომ გოგონა ცოტა ხნის წინ ლეიკემიას ებრძოდა და დაამარცხა, რომ ახლა ახველებს და სიცხე აქვს. ექიმი დაუდასტურა ვირუსის არსებობა, მაგრამ სახლის პირობებში მკურნალობაზე უკან გააბრუნა. ადამიანებისთვის ადგილები შეზღუდულია, ათავსებენ მხოლოდ მძიმე შემთხვევებს. დაცული არავინ არის.
დღეს საფრანგეთი ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ არ არის გამორიცხული ქვეყნის 70 პროცენტის დაავადება, ვინც გადარჩება, გამოიმუშავებს იმუნიტეტს და გაძლიერდება, სუსტები დაიღუპებიან…
მე მახველებს, სიცხე არ მაქვს, მივიღე ვირტუალური რეცეპტები და ასევე ექიმის რჩევა თუ სუნთქვა გამირთულდა, სასწრაფოში გადავიდე.
მართალი გითხრათ, არ მეშინია, მხიარულად ვატარებ დროს, მთელი ფანტაზიები ჩავრთე ბავშვების გართობაში, რა აღარ გავიხსენე…
მჯერა, რომ მალე მზე გამობრწყინდება და ვირუსს მილევს, რომ საქართველოში წამოვალ და უკან, აი, ამ ევროპაში, სადაც ხელისუფლებიდან დაწყებული ადამიანებს ყველაფერი ბოდიში და, ცალ ფეხზე ჰკიდიათ, აღარასდროს დავბრუნდები.
დავსახლდები ჩემს სოფელში, მეყოლება ძროხა, ქათმები, დავთესავ სიმნდსა და ლობიოს, არ ვივლი ქალაქში, ვიმუშავებ სოფლის სკოლაში მასწავლებლად, ასევე სახლის ეზოში მოვაწყობ სკოლას და ვასწავლი სოფლის ბავშვებს უფასოდ ფრანგულს. ვიცხოვრებთ ასე ჯანსაღად მხიარულად… კორონამ უცებ დაგვილაგა მომავალი”.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე