რეზონანსი
23.03.2020

 ასტროლოგი დავით ბუტიკაშვილი მეტად საინტერესო პროგნოზს აკეთებს მსოფლიოში და საქართველოში მძვინვარე პანდემიის თაობაზე. მისი გაანგარიშებით, მსოფლიო დაახლოებით სამ კვირაში იგრძნობს შევბას და თანდათან დაიწყებს ძველ კალაპოტში დაბრუნებას, მაგრამ მისი მთავარი საზრუნავი ეკონომიკური გამოწვევები გახდება.

„ასტროლოგიურად საქართველომ გაიარა ის პერიოდი, როდესაც მოსალოდნელი იყო ეპიდემია. ხელისუფლება აკონტროლებს სიტუაციას იმ დონეზე, რომ ისეთი ეპიდემია, როგორიც იტალიაშია, გამორიცხულია. სიტუაცია სწრაფად არა, მაგრამ ნელ-ნელა, დაახლოებით 15 აპრილამდე დალაგდება. რაც შეეხება იტალიას, ძალიან რთული პერიოდი ექნება 20 აპრილამდე.

ქვეყანაში გამოავლინდება ფაქტები, მაგრამ არც ისე ბევრი არ აღმოჩნდება. რამდენიმე კონტაქტი აღმოჩნდება კიდეც, თუმცა ეს ადამიანების კრიტიკული რაოდენობა არ იქნება. ხელისუფლება ოპერატიულად ჩაერია. პანიკა, რომ ახლა მოედება მთელ მარნეულს, შემდეგ ბოლნისს და ა.შ. ეს გამორიცხულია", - განუცხადა "რეზონანსს" დავით ბუტიკაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×