რეზონანსი
30.03.2020

დეკანოზი ილია ჭიღლაძე, სოციალურ ქსელში წერს:

“როგორც მატყობინებენ, კაპელან დეკანოზ მამა გიორგი წეროძეზე მისი ამ დღეებში გაკეთებული ცნობილი განცხადების გამო დიდი ზეწოლაა და კაპელანობიდან (ე.ი. ჯარის მღვდელი, რომელსაც სახელმწიფო ხელფასს უხდის, ესაა საქართველოს სამღვდელოებაში ერთადერთი კატეგორია მღვდლების, რომლებსაც ხელფასი აქვთ) გათავისუფლებით ემუქრებიან. სირცხვილია, თუ ეს მართლაც ასეა და პიროვნების სიტყვის თავისუფლება დევნის ქვეშაა ეკლესიაში. სოლიდარობას ვუცხადებ მამა გიორგის და მოვითხოვ შეწყდეს მასზე ზეწოლა. ასევე მინდა გავაფრთხილო ვისაც ეს ეხება, ნუ მოიჭრით თავს კიდევ ერთხელ..."

ცნობისთვის დეკანოზმა გიორგი წეროძემ საკუთარ facebook გვერდზე დაწერა, რომ ხატზე, ჯვარზე მთხვევით და ზიარებითაც სრულიად შესაძლებელია გავრცელდეს ვირუსი.

„არ იკამათოთ, არ გამლანძღოთ, არც ქება მინდა, უბრალოდ, გაფიცებთ ქრისტეს სიყვარულს, მინიმუმ ორი კვირა არ წახვიდეთ ტაძარში. დარჩით სახლში." - წერს დეკანოზი გიორგი წეროძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×