
ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის თქმით, აპრილის თვე ასტროლოგიურად მარტივი არ იქნება. ის მოსახლობას პრებვენციული ღონისძიებების გატარებისკენ მოუწოდებს.
ამასთან როგორც ცაგარელი აღნიშნავს, აპრილში აგრესიულობა და კონფლიქტეური სიტუაციების მატებაა მოსალოდნელი.
"ზოგადად, აპრილი, ენერგეტიკულად რთული პერიოდია. მოიმატებს აგრესია ადამიანებში, დაიძაბება სიტუაცია, დაემატება კორონავირუსის შეტევა და ამასთან ერთად, მოიმატებს სიკვდილიანობა. სამშაბათს, 24 მარტს, არის ახალმთვარეობა და ამიტომ 23-24 მარტიდან, ეს პროცესები გამძაფრდება. შემდეგი ასეთი პერიოდი, აპრილის შუა რიცხვებშიც გველის.
მოგეხსენებათ, საქართველოსთვის აპრილის თვე, ისტორიულად მძიმეა. ჩემგან ასე საუბარი გაფრთხილებაა და არა შეშინება. უნდა ვიყოთ გაწონასწორებულები, ფრთხილები, მშვიდები. მაქსიმალურად გავითვალისწინოთ რაც პრევენციული კუთხით არის საჭირო. თუ ვინმე ამას სწორად ვერ იგებს, ეს მისი პრობლემაა. დედამიწა და გეომანტია იძაბება და ამას რომ ვამბობ, კი არ გაშინებთ, გაფრთხილებთ, რომ აგრესია, კონფლიქტი და ემოციურობა იმატებს. აპრილის მეორე ნახევარი და ზაფხულის პერიოდი უნდა გავიაროთ ფრთხილად და მე წინასწარ გაფრთხილებთ. ეს არ ნიშნავს, რომ დავიხოცებით, თუმცა ცუდის ტენდენცია იმატებს და რთულ კოსმიურ გამოცდებს, წინდახედულად და სიფრთხილით უნდა შევხვდეთ. ხოლო რა პროცესებთანაც გვაქვს ახლა საქმე, თვალნათლივ ხედავთ და, კიდევ ვამბობ, ადამიანი რომელიც არ არის მზად, განვითარების მაღალ დონეზე გადასვლისთვის, უბრალოდ, წაიყვანენ ამქვეყნიდან", - აცხადებს ცაგარელი.
წყარო: "თბილისელები"
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე