რეზონანსი
01.04.2020

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია სოცალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის აქტივობებს და მის მიერ გაკეთებულ განცხადბებს ეხმაურება.

"ეს უსამშობლო, მაწანწალა არსება ამ მსოფლიო გასაჭირის დროს კიდევ რომ ინტრიგანობს და მავნებლობს, რა კომენტარის ღირსია, მაგრამ მათ კი, იმ პოლიტიკურ ძალებს, ყოველგვარი ნიშნის მოგების გარეშე მივმართავ: ახლა, ასეთ დროს მაინც, სირცხვილის გრძნობის ნატამალიც კი არ გიჩნდებათ, რომ ამ გაურკვევლობას ლიდერად აღიარებთ? "- წერს ნუკრი ქანთარია.

ქანთარიას თქმით, მას , როგორც საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობას დღემდე უხერხულობის განცდა აქვს , რომ მიხეილ სააკაშვილი საქართელოს პრეზიდენტი იყო.

"მე, პირადად, როგორც საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობას, დღემდე უხერხულობის განცდა მაქვს, რომ ეს უბადრუკი არსება, ოდესღაც ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი იყო. მე უხერხულობა მაქვს, რადგან მაშინაც ვიცოდი, ვინც იყო. ახლა ჩვენც და მთელ მსოფლიოს სულ სხვა გასაჭირი გვიდგას, ამიტომ ამ უსუსურობაზე ყურადღების

გამახვილება არც ღირდა, მაგრამ",- წერს ნუკრი ქანთარია

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×