თამთა ჩაჩანიძე
07.04.2020

პირდაპირი კავშირი ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ვაქცინაციის (ე.წ. „ბცჟ" აცრები) პროგრამასა და კონკრეტულ ქვეყნებში კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების მასშტაბებს შორის ოფიციალურად დადასტურდა. აშშ-ის ტექსასის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგების მიერ ჩატარებული კვლევით დადგინდა, რომ კორონვირუსული ინფექცია საშუალოდ ათჯერ უფრო ნაკლებადაა გავრცელებული იმ ქვეყნებში, სადაც ტუბერკულიოზის საყოველთაო ვაქცინაციის პროგრმა მოქმედებს.

კვლევის შედეგები გამოცემა „აირიშ თაიმსმა" გამოაქვეყნა. მეცნიერები 15-დღიან პერიოდში აკვირდებოდნენ 178 ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების ტემპებსა და სტატისტიკას. გამოცემა წერს, რომ მიღებულმა შედეგებმა სპეციალისტები გააკვირვა.

გაირკვა, რომ იმ ქვეყნებში, სადაც „ბცჟ" ვაქცინაციის პროგრამა მოქმედებს, დროის აღნიშნულ მონაკვეთში, ყოველ მილიონ მოსახლეზე დაახლოებით 38 ადამიანი დაინფიცირდა კორონავირუსით. იმ ქვეყნებში კი, სადაც „ბე-ცე-ჟე" აცრები მსაობრივად არ ტარდება, ეს მაჩვენებელი 358 იყო საშულოდ ყოველ მილიონ მოსახლეზე.

რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, „ბცჟ" ვაქცინაციის პროგრამის მქონე ქვეყნებში იგივე 15-დღიან პერიოდში მილიონ მოსახლეზე საშუალოდ კორონავირუსისგან გარდაცვალების 4.28 შემთხვევა დაფიქსირდა, სხვა ქვეყნებში კი - 40.

ამ კვლევაში ერთი საგულისხმო დეტალია - ტექსასის უნივერსიტეტის სპეციალისტები ხაზგასმით აცხადებენ, რომ ეს შედეგები ეყრდნობა მხოლოდ სხვადასხვა ქვეყნების ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების ანალიზს და არა ლაბორატორიულ კვლევებს. შესაბამისად, რატომ აქვს ტუბერკულოზის საწინააღმდეგო აცრებს ასეთი ეფექტი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, სამედიცინო თვალსაზრისით კვლავაც აუხსნელია.

საქართველოში უკვე მრავალი წელია, რაც „ბცჟ" ვაქცინაციის პროგრამა მოქმედებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×