თამთა ჩაჩანიძე
07.04.2020

ირლანდიელი ექიმების მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, კორონავირუსისგან თავის დასაცავად, მოწყვლად ჯგუფებისთვის და სავადმყოფოების პერსონალისთვის რეკომენდებულია „დე" ვიტამინის მიღება დღეში 20-დან 50 მიკოგრამამდე დოზით. მათ მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ორგანიზმში „დე" ვიტამინის ნაკლებობა ზოგადად მწვავე რესპირატორული დაავადებების და მათ შორის კორონავირუსის განვითარების რისკს მნიშვნელოვნად ზრდის.

კვლევის ავტორების ცნობით. მიუხედავად იმისა, რომ „დე" ვიტამინის დეფიციტსა და კორონავირუსული ინფექციის განვითარების რისკს შორის მიზეზ-შედეგობრრივი კავშირი ჯერ კიდევ დადგენილი არაა, გამოკვლევამ, რომელიც 2019 წლის სექტემბერში 21 ათას ადმიანზე ჩატარდა, აჩვენა, რომ „დე" ვიტამინის დეფიციტი რესპირატორული ინფექციის რისკს 64%-ით ზრდის.

„ჩვენი შედეგები მიგვითითებს იმაზე, რომ საჭიროა „დე" ვიტამინი დაუყოვნებლად მიიღოს ყველა სტაციონარულმა პაციენტმა და ასევე მოხუცთა თავშესაფრების პერსონალმა", - განაცხადა კვლევის ხემძღვანელმა დოქტორმა დეკლან ბირნმა.

კვლევამ აჩვენა, რომ „დე" ვიტამინის მიღება ორგანიზმში ასუსტებს პროტეინ CD26-ს - რეცეპტორს, რომელიც უჯრედის ზედაპირზეა განლაგებული და კოვიდ-19 ვირუსის უჯრედში შეღწევას ხელს უწყობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×