რეზონანსი
11.04.2020

ჟურნალისტი, ანალიტიკოსი, არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში, წერს:

"21 აპრილიდან, როდესაც საგანგებო მდგომარეობის ამჟამინდელი პერიოდი ოფიციალურად სრულდება:

1. კომენდანტის საათი გასაუქმებელია.

2. ინტერნეტ-გაყიდვები ყველა ძირითადი სამომხმარებლო პროდუქტებისათვის დასაბრუნებელია.

3. ჩვეულებრივი მარკეტების ნებადართულობისა და შეზღუდვების პრინციპით სხვა ტიპის მაღაზიების მუშაობა აღსადგენია.

4. ავტომობილებში ერთი ოჯახის წევრების ერთად გადაადგილების შესაძლებლობა დასაბრუნებელია.

5. სატრანსპორტო გადაადგილებები ნომინალურად მაინც აღსადგენია.

6. ნაკლებად საფრთხიანი მთიანი და ნაკლებად მისადგომი რეგიონებიდან დედაქალაქის მისადგომებთან მაინც სატრანსპორტო გადაზიდვები აღსადგენია ჰიგიენური ნორმების მკაცრი დაცვითა და კონტროლით.

7. დასადგენია პირობები, რა სტანდარტით და კონტროლით შეიძლება ბაზრების მუშაობის აღდგენა და მოგვიანებით, დასაწყებია ბაზრების მუშაობის შესაბამისი სტანდარტითა და კონტროლით აღდგენა.

8. ხელისუფლება ვალდებულია აქამდე დადებული პირობა, რომლის მიხედვითაც აპირებდა თითქოს უმუშევართა შემოსავლების დათვლას და ნაწილობრივ ანაზღაურებას, შესასრულებელია.

9. სასწავლო პროცესში დასადგენია სასწავლო გრაფიკი, სემესტრის დასასრულისა და არდადეგების თარიღები და ის სასწავლო შედეგები, რომლითაც მოსწავლეს სემესტრული მუშაობა ჩაეთვლება ონლაინ სწავლების შედეგად."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×