
"ყველა პოზიტიურ ადამიანად გიცნობთ, რა თქმა უნდა ექიმი ასეთიც უნდა იყოს, მაგრამ ახლა გთხოვთ, რომ შეძლებისდაგვარად გამკაცრდეთ, გაბრაზდეთ და მიმართოთ მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც ამ პანდემიას არც თუ ისე სერიოზულად უყურებს" - ასე მიმართა "დღის ქრონიკის" წამყვანმა ოთარ ტატიშვილმა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორს, ლევან რატიანს.
ლევან რატიანის თქმით კი დღეს ის ძალიან გაბრზადა, როდესაც სამსახურში მიდიოდა, რადგან ქალაქში უამრავი მანქანა დადიოდა.
"უამრავი ავტომანქანა დადიოდა. მე არ ვიცი, სად მიდიოდნენ, მაგრამ ერთი რაღაც მინდა ვუთხრა ყველას თუ ამ ეტაპამდე მივაღწიეთ იმ შედეგს, რაც ყველა ქვეყანას, მათ შორის წამყვან ქვენებს შურთ, ლეტალობიდან და დაავადების გამოსავლიდან გამომდინარე, ეს ამ ეტაპზე საქართველოს მთავრობის, ჯანდაცვის სამინისტროსა და ნებისმიერი ექიმის დამსახურება იყო, მაგრამ დადგება მომენტი, თუ ადამიანები არ გავხდებით პასუხისმგებლიანი, ჩვენ ამ ომს ვერავითარ შემთხვევაში ვერ მოვიგებთ- ამის შესახებ
ლევან რატიანის თქმით, კორონავირუსი ახალია სამყაროსთვის და ერთადერთი, რაც მასზეა ცნობილი, ისაა, რომ თუ დავიცავთ ფიზიკურ დისტანციას და თუ დავემორჩილებით ყველა წესს, ამ ომს აუცილებლად მოვიგებთ.
„აქედან გამომდინარე, თუ დავარღვევთ ამ ყველაფერს, ვივლით ქუჩაში, არ დავიცავთ ფიზიკურ დისტანციას და არ მივუთითებთი იმ ყველაფერს, რაც უნდა შევასრულოთ დაწვრილებით, ჩვენი ქვეყანა ამ ომს წააგებს და ეს ყველაფერი იმ უპასუხისმგებლო ადამიანების დამსახურება იქნება, რომლებიც ჩვენი მოსახლეობის მკვლელები იქნებიან"- განაცხადა ლევან რატიანმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე