რეზონანსი
16.04.2020

ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ სასულიერო პირებმა ექიმების განდიდება ვერ აიტანეს.

"კაბიან-წვერიანად რა ბოროტები არიან... ექიმების განდიდება ვერ აიტანეს!!! ეჯიბრებიან ექიმებს! თან აღდგომას ბევრი რამ აქვთ გასაყიდი! ბიზნესი ხომ არ უნდა ჩაუვარდეთ!

(ეჰ, ვნების შვიდეულში მიწევს ამის დაწერა, მეც მარხვაზე ვარ. ამათი განკითხვა არც მინდოდა, მაგრამ რასაც ვფიქრობ - ვამბობ! მაიძულეს!)

იესო რომ აქ იყოს, გადაუყრიდა დახლებიდან თაფლის სანთლებსაც და ოქროს მოსხმულობასაც... (სახარება)

უბრალოდ, ვინც იცნობს იესოს, ოდნავ მაინც გულით, ყველამ იცის რომ სიმართლეა!

"რადგან უვიცი და რეგვენი ბრძენობს ადვილად,"

უ. შექსპირი.. სონეტი 66

"რადგან სიმართლე სისულელედ ითვლება ახლა,

რადგან სიკეთე ბოროტების ტყვედ ჩავარდნილა"- წერს გიორგი გასვიანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×