რეზონანსი
16.04.2020

მას შემდეგ, რაც ნოდარ მელაძე „მთავარი არხიდან“ წავიდა, 2-დღიანი პაუზის შემდეგ მან არხიდან უკან დაბრუნებაზე შეთავაზება მიიღო. თუმცა კონკრეტული პირობით – ის უნდა დაბრუნდეს გადაცემის წამყვანად და არა - საინფორმაციო სამსახურის პროდუსერად.

"პრაიმტაიმის“ ცნობით, არხზე არსებულ უხერხულობებზე საჯაროდ კომენტარის გაკეთება არავის უნდა.

"გვარამია წავიდეს და დავბრუნდები!“ – იყო მელაძის პასუხი.

ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ ერთ-ერთმა ჟურნალისტმა არხის დირექტორს დასცინა. გვარამიამ მას მაშინვე კარისკენ მიუთითა, ანუ სამსახურის დატოვება მოსთხოვა.

ჟურნალისტი საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა ნოდარ მელაძემ დაიცვა, რადგან არც მას მოსწონდა განსაკუთრებული სიხშირით მიხეილ სააკაშვილის ჩართვა გადაცემებში.

ამან კონფლიქტი კიდევ უფრო გააღრმავა და „მთავარში“ პროცესები კიდევ უფრო დაიძაბა, რასაც მელაძის სამსახურიდან წასვლა მოჰყვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×