
საფრანგეთში პროვანსის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, თუ რეალურად რამდენ გრადუს ტემპერატურაზე კვდება კორონავირუსი, კვლევის შედეგები კი ბრიტანულ პორტალზე bioRxiv გამოქვეყნდა.
ექსპერიმენტისას კორონავირუსის შტამი სტერილურ სატესტო მილსა და საცდელ მილში მოთავსდა, რის შემდეგაც ორივე ნიმუში ერთი საათის განმავლობაში 60 გრადუს ტემპერატურამდე გააცხელეს, აღმოჩდა, რომ ამის შემდეგაც არასტერილურ მილში ვირუსმა გამრავლება შეძლო.
ვირუსის დეაქტივაცია კი მას შემდეგ შეძლეს, რაც ნიმუში 15 წუთის განმავლობაში 92 გრადუს ცელსიუსზე გააცხელეს.
აღსანიშნავია ის გარემოებაც რომ ლაბორატორიების უმეტესობაში დეზინფექცია საათში მხოლოდ 60 გრადუსამდე ხორციელდება, რა დროსაც ფრანგი მეცნიერების თქმით, ვირუსი ისევ აქტიურია.
მეცნიერები იმედს გამოთქვამენ, რომ კვლევის შედეგები კორონავირუსის დეაქტივიზაციის ყველაზე შესაფერისი მეთოდის შერჩევას შეუწყობს ხელს.
მარტში ჰონგ კონგის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასახელეს ტემპერატურა, რომლის დროსაც კორონავირუსი განსაკუთრებით აქტიურია. ვირუსის „საყვარელი" ტემპერატურა, ნულიდან დახლოებით ოთხ გრადუსამდეა. იმ შემთხვევში თუ ვირუსზე დეზინფექცია არ ჩატარდება, ასეთ პირობებში ვირუსი აქტიური 14 დღის განმავლობაში იქნება.