თამთა ჩაჩანიძე
18.04.2020

„მე მაინც ძალიან დიდი იმედი მაქვს და ძალიან ბევრი მეცნიერი მეთანხმება, თუ მე ვეთანხმები - რომ ზაფხულში ვირუსი დაიკლებს, ანუ როგორც კი ტემპერატურა მაღალ ნიშნულზე დადგება და გავა გარკვეული დროც - ნუ გვავუწყდება რომ გარკვეული დროა იმისათვის საჭირო რომ იმუნური ფენა ჩამოყალობდეს."-ამის შესახებ „რეზონანსს" ინფექციონისტი ირაკლი ხმალძე ესაუბრა.

მისივე თქმით, ზამთარში ადამიანის ორგანიზმი უფრო გადაციებულია და მისი იმუნიტეტი დაქვეითებულია,ზაფხულში კი პირიქით, რაც ამ პერიოდში ეს ვირუსის გავრცელების შენელებას განაპირობებს.

„ცნობილი ფაქტია რომ ნებისმიერი ვირუსული ინფექციების შემოტევა გვიან შემოდგომით იწყება და სითბოს დადგომისთანავე მთავრდება. ვირუსი სიცივის პერიოდში უფრო ვითარდება იმიტომ, რომ ადამიანის ორგანიზმი მეტ-ნაკლებად უფრო გადაციებულია და მისი იმუნიტეტი დაქვეითებულია.

„მეორე მომენტი ისაა, რომ ზამთარში ადამიანი ძირითადად ცხოველურ საკვებზეა, რომლის გადამუშავებას ძალიან დიდი ენერგია სჭირდება, თან მცენარეულ საკვებს შედარებით ცოტას იღებს. ნუ დაგვავიწყდება ისიც, რომ მცენარეული საკვები ამ დროს ძვირი ღირს, რომელსაც ადამიანი ხშირად ვერ ყიდულობს, ამიტომ ზამთარში იმუნიტეტი უფრო მეტადაა დაქვეითებული, ვიდრე ზაფხულში.

„გარდა ამისა, ზაფხულში, როდესაც ტემპერატურა მაღალია, ვირუსის ამა თუ იმ ზედაპირზე არსებობა და მისი ცხოველმყოფელობა ბევრად უფრო ნაკლებია. ჩვენთან საკმაო სიცხეებია. მართალია, აფრიკის ქვეყნებში კორონავირუსი დადასტურდა, მაგრამ ასეთი მასიური გავრცელება, როგორიც ევროპაშია, აფრიკაში არ ყოფილა.

„ამის პარალელურად ნელ-ნელა წამოვლენ ის ადამიანები, რომლებიც ვირუსს უსიმპტომოდ ატარებენ და რომლებსაც ექიმისთვის არც მიუმართავთ. ამ ფენას ე. წ. იმუნური ფენა ჰქვია.

„მე მაინც ძალიან დიდი იმედი მაქვს და ძალიან ბევრი მეცნიერი მეთანხმება, თუ მე ვეთანხმები - რომ ზაფხულში ვირუსი დაიკლებს. ანუ როგორც კი ტემპერატურა მაღალ ნიშნულზე დადგება და გავა გარკვეული დროც - ნუ გვავიწყდება, რომ გარკვეული დროა იმისათვის საჭირო, რომ იმუნური ფენა ჩამოყალობდეს. გამოჯანმრთელებულთა რიცხვის მატება კი რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა ხმალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×