
„ეს პოლიტიკური მართვის იარაღია, ჩვენ რეალურად კორონავირუსის ტალღა დეკემბერში გადავლახეთ, ქართველებს იმუნიტეტიც გვაქვს" - ასე აფსებს „რეზონანსთან" უფოლოგი ერეკლე შონია კორონავირუსის პანდემიასთნ დაკავშირებულ მოვლენებს. მისივე თქმით, კორონავირუსთნ დაკავშირებული სიტუაცია, ხალხს ეკონომიკის ნგრევამდე და შიმშილამდე მიიყვანს.
„ეს პოლიტიკური მართვის იარაღია, ჩვენ რეალურად კორონავირუსის ტალღა დეკემბერში გადავლახეთ, ქართველებს იმუნიტეტიც გვაქვს.
„სკოლების ორი მესამედი ცარიელი იყო, ჩვენ ეს გადავიტანეთ, ეს ჩვეულებრივი ვირუსია, რომელიც ყოველ წელს მოდის, ოღოდ ახლა ისტერიაა, რომელიც სხვადასხვა ძალების მიერაა გამოყენებული, რომელიც ეკონომიკის ნგრევასთან და შიმშილისკენ მიგვიყვანს.
„ეს მსოფლიოს ახალი გადანაწილებაა - ჩვენ ამ პანიკას ავყევით და ამ პანიკაში ვართ. ძალიან დიდი ცვლილებებისთვის უნდა ვემზადოთ, ძალიან დიდი შიმშილისკენ, ბუნტებისკენ, ქაოსისკენ და ასე შემდეგ.
„ჩვეულებრივი სურდო ვანაცვალეთ ამდენი ხნის აწყობილს და დალაგებულს, მივიღებთ ძალიან დიდ შიმშილს - ამ ხალხს ვინც ამ ყველაფერს იყენებს, მერე გასაქცევი არ ექნებათ, არც მთავრობას, არც ჟურნალისტებს, არც ძალოვან სტრუქტურებს, ვერსად ვერ გაიქცევიან, იქნებიან ამ ქაოსში ჩაბმულები" - აცხადებს იგი.
შონია აბობს, რომ პოსტპანდემიურ პერიოდში ძალიან დიდი სირთულეები გველის, რისთვისაც მზად უნდა ვიყოთ.
„ასე რომ, ყველამ მოვიმარაგოთ საკვები, დავამუშაოთ მიწები, ცოტა დავმშვიდდეთ, დავწყნარდეთ, წინ ძალიან დიდი სირთულეები გვაქვს გადასალახი.
„ფაქტი ერთია - რომ ღმერთი არსებობს, ამ ყველაფერს ხედავს თუ როგორ ვიქცევით. ზუსტად ამ პერიოდში გამოჩნდება ჩვენი სახე თუ ვინ ვართ და რა ვართ. ვინც კი რაღაცა საზიანოს აკეთებს და ადამიანებს ძაბავენ, ყველას მოეკითხებათ, შენახულ ფულს ვერსად ვერავინ წაიღებს და ახლა ვინც ჩვენს სარწმუნოებას ებრძვის, ადამიანებს ძაბავს და ცდილობს რომ გაგვანადგუროს, ძალიან მალე ეს ყველაფერი ყველას მოეკითხება" - განაცხადა შონიამ.