
საქართველოში მიცვალებულთა ხსენების დღეს, ფაქტობრივად არცერთ რეგიონში სასაფლაოებზე მოსახლეობის გასვლის ფაქტი და დაწესებული აკრძალვის დარღვევა არ მომხდარა. მთელი ქვეყნის მასშტაბით 20 აპრილისთვის ყველა რეგიონის და ქალაქის სასაფლაოებზე პოლიციის და სახმედროების გამკაცრებული კონროლი ხორციელდებოდა.
„რეზონანსი“ დაინტერესდა, როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში რა სიტუაცია იყო. თუმცა აღმოჩნდა, რომ პატარა დარღვევების გარდა, მოსახლეობის სასაფლაოზე მასშტაბური გავსლის ფატქები არ ყოფილა. მხოლოდ რამდენიმე რეგიონში მცირედი აქტივობა დაფიქსირდა, თუმცა, იქაც აღმოჩნდა, რომ მოქალაქეებმა საბოლოოდ სასაფლაოზე შესვლა მაინც ვერ მოახერხეს. შესასვლელებთან პოლიციის დანახვის თანავე მათ სასაფლაოს მიდებარე ტერიოტირა დატოვეს.
დროებითი შეზღუდვებისა და პრევენციის გათვალისწინებით, ქვეყნის მასშტაბით 54 მუნიციპალური სასაფლაო ჩაკეტილია. უკვე მე-4 დღეა, რაც ეს შეზღუდვა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ვრცელდება და მისი დარღვევის არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა.
გრძელდება კონტროლი დედაქალაქსა და რეგიონებში. პოლიციასა და ჯარს, თითქმის ყველგან, სასაფლაოებამდე მისასვლელი გზები ჩაკეტილი აქვს.
პოლიცია ვერის სასაფლაოს პერიმეტრსაც აკონტროლებს, საპატრულო ეკიპაჟებს საავტომობილო გზაც დაკეტილი აქვთ. ასევე, ჩაკეტილია ვაკე-საბურთალოს პერიმეტრი, უნივერსიტეტის ქუჩა და სამართალდამცავები გადაადგილების უფლებას მხოლოდ იმ მოქალაქეებს აძლევენ, რომლებიც ახლომდებარე კორპუსში ცხოვრობენ. სასაფლაოების ტერიტორიაზე სასულიერო პირებიც იმყოფებოდნენ.
შეზღუდვა არ ეხება პირებს, თუ ტერიტორიაზე გარდაცვლილის დაკრძალვის მიზნით შედიან.
კახეთის რეგიონის მასშტაბით სასაფლაოს შესასვლელთან მკაცრი საპოლიცია კონტროლი ხორციელდება. მიმდებარე ტერიტორიებზე შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები მორიგეობენ.ამ ეტაპზე კახეთში საგანგებო მდგომარეობით დაწესებული აკრძალვის დარღვევის არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა.
კახეთის გუბერნატორი ირალი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ საასაფლაოებზე პოლიცია და სოფლის რწმუნებულები იმყოფებიან. თუმცა კახეთის მასშტაბით არცერთი კანონდარღვევა არ დაფიქირებულა და მოსახლეობა შემოღებულ აკრძალვას სრულად ემორჩილება.
„სასაფლაოებზე კონტროლი ჩვეულებრივად გრძელდება. ადგილზე პოლიცია და სოფლის რწმუნებულები იმყოფებიან. თუმცა მიუხედავად მკაცრი კონტროლისა, არცერთი კანონდაღვევა არ დაიქირებულა. ჩვენი მსოახლეობა დაწესებულ აკრძალევს გაგებით მოეკიდნენ. პოლიციას არანაირი პრობლემა არ შექმნია და დღემ მშვიდობიან ვიტარებაში ჩაიარა. კონტროლი ხვალაც გაგრძელდება,” - განაცხადა კახეთის გუბერნატორმა, ირაკლი ქადაგიშვილმა.
კახეთის მსგავსად არსებულ შეზღუდვებს, სამეგრელო-ზემო სვანეთის მოსახლეობაც გაგებით შეხვდა. ჯერჯერობით იქ არცერთი სამართალდარღვევა არ დაფიქსირებულა. თუმცა პოლიცია და ჯარი სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიას აკონტროლებს.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანი აცხადებს, რომ არცერთ სამართალდარღვევას ამ დროისთვის ადგილი არ ჰქონია და რეგიონის მოსახლეობას მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის მადლობას უხდის.
"სამართალდარღვევის არცერთი ფაქტი არ გამოვლენილა, მინდა მადლობა გადავუხადო მოქალაქეებს მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის. ყველა არსებულ აკრძალვას გაგებით მოეკიდა და მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა გამოიჩინეს"- განაცხადა ნინო ვიბლიანმა.
სამართალდარღვევის ფაქტი არ გამოვლენილა არც ფოთში, რისთვისაც ფოთის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა კურდღელია მოსახლეობას ასევე მადლობას უხდის.
"საგანგებო მდგომარეობის წესებს ემორჩილება მოსახლეობა და ამ დროისთვის ოფიციალურად კანონდარღვევა არ დაფიქსირებულა,"- განაცხადა გოჩა კურდღელიამ.
იგივე სიტუაციაა იმერეთში. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის თქმით, მოსახლეობა შეზღუდვებს გაგებით ეკიდება. მათ პოლიციისთვის არანაირი პრობლემა არ შეუქმნიათ და არცერთ მუნიციპალიტეტის სასაფლაოებზე მოქალაქეების მისვლა არ დაფიქსირებულა.
ბათუმშიც 11 მუნიციპალური სასაფლაოა დაკეტილია - სასაფლაოს მისასვლელ გზაზე საპატრულო ეკიპაჟები არიან განლაგებული. სასაფლაოს შესასვლელებს კი ჯარისკაცები, კრიმინალური პოლიცია და მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები იცავენ.
ბათუმის მერიის განცხადებით, ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა სამართალდარღვევა, თუმცა იყო ერთეული შემთხვევები, კერძოდ რამდენიმე მოქალაქეს სურდა სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლა, მაგრამ შებამისმა სამსახურმა მათ ამის საშუალება არ მისცა.