
მკვლელობა, დაჭრა, სროლა, ძარცვა და ქურდობა - რამდენიმე საგანგაშო კრიმინალური ფაქტები, რომელიც ქვეყანაში კომენდატის საათის და კარანტინის დროს მოხდა. ბოლო დღეებში კრიმინალური შემთხვევის 9-მდე ფაქტი დაფიქსირდა, სადაც გამოიკვეათა პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობა, სროლა, დაჭრა, ძარცვა და მკვლელობები.
აღდგომის დღეს, პოლიციასა და კლიდიაშვილსი ქუჩის მცხოვრებლს შორის დაპირისპირება მოხდა. თავდაპრველად პოლციას და ნასვამ ადგილობრივებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება დაიწყო, რადგანაც საპატრულო ეკიპაჟმა მათი დაჯარიმება კარანტინის წესების დარღვევის გამო გადაწყვიტა. რამდენიმე ნასვამი მამაკაცი ქუჩაში აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავდა. მათ პოლიციას წინააღმდეგობა გაუწიეს, რის შემდეგაც დაპირიპირებაში მათი მეზობლები ჩაერთვნენ. ამის გამო კი პოლიციამ დასახმარებლად დამატებით ეკიპაჟები გამოიძახა. საბოლოოდ კი რამდენიმე ქუჩის მცხოვრები დააკავეს, რომლებსაც პოლიციის წინააღმდეგობის გაწევაში ედებათ ბრალი.
სასტიკი მკვლელობა 19 აპრილს ისანში კოფცონის ქუჩაზე მოხდა. 46 წლის მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. როგორც ადგილობრივები ყვებიან, მკვლელობაში ბრალდებული ახალგაზრდა მამაკაცი და მოკლული ერთი ქუჩის მცხოვრებლები არიან და ღამე მეზობელთან ქეიფობდნენ. ნასვამ მდგომარეობაში მყოფები ერთმანეთს ჯერ სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, შემდეგ კი, სავარაუდოდ, სუფრაზე დადებული დანით 46 წლის მამკაცს რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს. ბრალდებული პოლიციამ ცხელ კვალზევე დააკავა.
აღდგომის დღეს კიდევ ერთი დანაშაული ჩხოროწყუში მოხდა, სადაც მეზობელმა 28 წლის მამაკაცი დანით დაჭრა. დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა და მას ქუთაისში სასწრაფო ოპრეაცია ჩაუტარეს. დაპირისპირება ბრალდებულის სახლში მოხდა. 32 წლის მამაკაცმა ჩხუბის დროს მეზობელთან ერთად საკუთარი დაც დაჭრა. ის პოლიციამ ცხელ კვალზევე დააკავა.
19 აპრილსვე საღამოს ვაჟა-ფშაველას გამზირზე საზარელი მკვლელობა მოხდა. მოქეიფე პოლიციელის ნასროლ ტყვიას 50 წლის თამარ ანთელავა შეეწირა. გამოძიების ინფორმაციით, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა პოლიციელმა სოსო გაბრიაძემ, ქეიფის დროს, აივნიდან უმისამართოდ გაისროლა, რასაც 50 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. სახლში მყოფ ქალს, რომელიც დივანზე იჯდა და მოხუც დედასთან ერთად ტელევიზორს უყურებდა, ბრმა ტყვია კეფაში მოხვდა და მძიმედ დაიჭრა. ის სასწრაფო დახმარების მანქანაში გარდაიცვალა.მოკლული ქალი თამარ ანთელავა მომღერალ თიკა მახალდიანის დედაა.
20 აპრილს კი სისხლიანი გარჩევა და მსხვერპლი მულახის ბაზაზე მოხდა - მესაზღვრეებმა ურთიერთშელაპარაკების შემდეგ ერთმანეთს სამსახურის იარაღიდან ესროლეს. ფაქტს სასაზღვრო პოლიციის სხვა თანამშრომლებიც შეესწრნენ. კონფლიქტის დაწყებისას მესაზღვრეები ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს.
ინციდენტისას დაჭრილი მესაზღვრე მესტიის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ის უკვე გარდაცვლილი იყო. მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. მესაზღვრე ბესიკ იოსელიანის მკვლელობაში ბრალდებული ბესიკ ნავერიანი ადგილიდან მიიმალა. მან საგუშაგოდან გაქცევა შეძლო და პოლიცია ამ დრომდე ეძებს.
ბაღდათში, გამოძახებაზე მიოსული სამართალდამცავი კი ცივი იარაღით დაჭრეს. შემთხვევა, გასულ კვირას, წითელ პარასკევს, სოფელ ხანში მოხდა.
როგორც ირკვევა, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა აგრესიული მამაკაცის განიარაღება და ცეცხლსასროლი იარაღის წართმევა შეძლო, თუმცა 47 წლის კაცმა ქურთუკიდან ცივი იარაღი ამოიღო და სამართალდამცავი გიგა წიქოძე დაჭრა.
წიქოძე მუცლის არეშია დაჭრილი. ამის შესახებ ინფორმაცია „მთავარმა არხმა“ გაავრცელა. ტელეკომპანიას აღნიშნული ინფორმაცია პოლიციელის დედამაც დაუდასტურა და განაცხადა, რომ გამოძახებაზე მისული მისი შვილი მამაკაცმა ცივი იარაღით დაჭრა. პოლიცილის ჯამრთელობას ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება.
20 აპრილს, გამთენიისას კი გონიოში მხატვარ კოკა იგნატოვის სახლი გაქურდეს. ქურდობის ფაქტზე შეტყობინება პოლიციაში გამთენიისას შევიდა. პოლიციას ფაქტის შესახებ მეზობლებმა შეატყობინეს. გამოძიება ქურდობის მუხლით მიმდინარეობს. ჯერ დაკავებული არავინ არის. წინასწარი ინფორმაციით, წაღებულია ტელევიზორი. სხვა დეტალები კი ზუსტდება.
21 აპრილს კი პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელმაც ცოლს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და მოკვლით ემუქრებოდა.
იურისტი ლია მუხაშავრია „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ საქართველო მსოფლიოსთან ერთად გამონაკლისი ვერ იქნება და რა თქმა უნდა, ასეთი სტრესის პირობებში კრიმინალუ ფაქტები მოხდება. მისი თქმით, თუ კი შეზღუდვები და კარანტინი დროში გაიწელა, ჩვენი მოქალაქეების მხრიდან აგრესიაც მზარდი იქნება.
იურისტი ფიქრობს, რომ პოლიცია, მართალია, კარგად მუშაობს, თუმცა ქვეყანაში ეკონომიური და სოციალური პირობების დამძიმების პარალელურად, ძარცვის, ქურდობის და ყაჩაღობის ფატებიც მოიმატებს. ამიტომაც ის ხელისუფლებას ურჩევს, რომ სპეციალისტებთან ერთად დაჯდეს და იპოვოს შუალედი, რათა პოლიციური კონტროლის გამკაცრების პარალელურად, სამართალდამცავების მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტები არ მივიღოთ. ხოლო მათი კონტროლის შესუსტების შედეგად კი -ქვეყანაში გართულებული კრიმინოგენური სიტუაცია.
„მსოფლიოსთან ერთად საქართველოც საკმაოდ დიდი გამოწვევის წინაშე დგას. მოსახლეობის სტრესი და ფსიქიკური მდგომარეობა რაც უფრო მძიმდება, კრიმინალური ფაქტებიც უფრო მატულობს. ხოლო კარანტინის გაგრძელებასთან ერთად გასაკვირი არაა, რომ ქვეყანაში კრიმინოლოგიური მდგომარეობა დამძიმდება.
„საკმაოდ მძიმე ფონია ეკონომიკური თვალსაზრისითაც და არავის უნდა ჰქონდეს იმის ილუზია, რომ ძარცვა და ქურდობა არ გახშირდება. სიმართლე გითხრათ, მგონია, რომ პოლიცია საკამოდ კარგად მუშაობს.
„თუმცა, ავტომობილებით გადაადგილების შეზღუდვა საკამოდ არასწორია და ისედაც დამძიმებულ ყოფას, კიდევ უფრო ართულებს. თუმცა, პოლიციური კონტროლის გამკაცრებას, რა თქმა უნდა, თავისი საფრთხე აქვს. არ მივიღოთ ისე, რომ ყველანაირი ძალაუფლების ერთ ხელში მოქცევამ სამართალდამცველების მხრიან სამსახურეობრივი ძალაუფლების ბოროტად გამოყენებამდე მიგვიყვანოს. ანუ კრიმინალებად ბოლოს პოლიცია ვაქციოთ.
„რაღაც შუალედი უნდა ინახოს, რომ საგანგებო მდგომარეობის პირობებში, კანონის დაცვა ყველას მხრიდან პრიორიტეტული იყოს“, - ამბობს მუხაშავრია „რეზონანსთან“.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და პოლიციის აკადემიის ყოფილი რექტორი ხატია დეკანოიძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ ქვეყანაში კრიმინალური თვალსაზრისით საკამოდ საგანგაშო სიტუაციაა და თუ კარანტინი კიდევ გაგრძელდა, სიტუაცია უფრო გამწვავდება.
დეკანოიძე ამბობს, რომ პირველ რიგში ეს საგანგებო მდგგომარეობის ორმაგ სტანდარტებთან არის დაკავშირებული. მისი თქმით, ყოველ ფეხის ნაბიჯზე განუკითხაობას ვაწყდებით და საგანგებო მდგომარეობა რეალურად მხოლოდ კანონმორჩილ მოქალაქეებზე ვრცელდება
მისი განცხადებით, კრიმინალური პოლიცია ძალის ყვალანაირი გადამეტებით საგანგებო მდგომარეობას მოსახლეობის ნაწილის წინააღმდეგ იყენებს. ხოლო ხელისუფლების მხრიდან პრივილეგირებული ადამინები ყველანაირი შეზღუდვების გარეშე ცხოვრობენ. ეს კი საზოგადოებაში აგრესიას და დაპირისპირებას იწვევს. განსაკუთრებით კი მძიმე სოციალურ პირობებში მყოფ ადამიანებს გამკაცრებული შეზღუდვები ცხოვრებას უფრო უმძიმებს.
„ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობსი ორმაგი სტანდარტი გავქვს, რაც კრიმინალურ მდგომარეობას ამწვავებს. ასევე განუსაზღვრელი ძალაუფლების მიცემა ხელისუფლებისთვის ისეთ ქვეყანაში, სადაც დემოკრატია მყიფეა, სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს. ქვეყანაში მართლმსაჯულება არ არსებობს და კანონის დამცევლი კანონს თავად არღვევს.
„წარმოუდგენელი ფაქტია კომენდატის საათის დროს პოლიციელების ღრეობა და შემდეგ იარაღის სროლა. მერამდენე ფაქტია, როდესაც კომენდატის საათის დროს მოსახლეობას სროლის ხმა ესმის. ამიტომ ეს ასევე სისტემის პრობლემაა, რომელიც ასეთი საგანგებო მდგმარეობის პირობებში დამატებით რისკებს ქმნის. ასეთი პოლიციელების ხელში განუსაზღვრელი ძალაუფლება დამატებით რისკებს ქმნის. ამ ქვეყანაში, ასევე არსებობს შერჩევითი სამართალი და ორმაგი მიდგომები. ეს კი საზოგადოებაში აგრესიას ზრდის და პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობაც ამით არის განპირობებული. როდესაც ადამიანი ხედავს, რომ კანონდამცველი კანონს თვად არღვევს, მის მიმართ პროტესტი ლოგიკურად უჩნდება“, - ამბობს დეკანოიძე „რეზონანსთან“.
მისივე თქმით, უამრავი ადამიანი შიმშილის ზღვარზეა და ამიტომ კრიმინალური მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება. ხოლო „ოცნებამ“ თავის მომხრეებს და საახლობლოს საშვები დაურიგა. დეკანოიძე ამბობს, რომ ქალაქში აკრძალვის მიუხედავად, მაინც ბევრი ავტომობილი მოძრაობს. ამიტომაც, თუ კი კარანტინი და ეს უაზრო შეზღუდვები გაგრძელდა, ეკონომიკური კრიზისის ცუნამის ვერ გადავურჩებით. ამის პარალელურად კი ქვეყანაში კრიმინალური მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება.