
არაბთა გაერთიანებული საამიროების მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა იმის შესახებ თუ ჭარბწონიან ადამიანებში კორონავირუსული ინფექცია მძიმე ფორმით რატომ ვითარდება.
სპეციალისტებმა დაკვირვების შედეგად შეამჩნიეს, რომ კოვიდ 19-ის ვირუსი უჯრედში შეღწევისთვის იყენებს ერთ-ერთ ფერმენტს, ACE2-ს, რომელსაც ადამიანის ორგანიზმი გამოიმუშავებს და მისი ცხოველქმედებისთვის აუცილებელი ცილას წარმოადგენს.
თაგვებში ჩატარებული ცდების შედეგებმა აჩვენა, რომ ჭარბი წონის მქონე ორგანიზმში ეს ცილა უფრო დიდი ოდენობით გამომუშავდება, ვიდრე სხვა თაგვებში.
გარდა ამისა, ამ ფერმენტის გაზრდილი შემცველობა დაფიქსირდა ცხოველებში, რომლებსაც დიაბეტი, გულისა და ფილტვების ქრონიკული დაავადებები ჰქონდათ.
ფაქტი კორონავირუსის განვითარების შესწავლის საფუძველზე აღმოაჩინეს, რა დროსაც კოვიდ-19 ვირუსი ცოცხალ უჯრედში აღწევს, ექიმებმა დაადგინეს კავშირი ჭარბწონიანი ორგანიზმის განვითარებასა და კოვიდ-19 დაავადების მიმდინარეობას შორის. ორივე შემთხვევაში თითქმის ერთნაირი ცვლილებები შეინიშნა, რომელიც მეტაბოლიზმთან და მონელებასთანაა დაკავშირებული.
უფრო მეტიც ცვლილებები ძირითადად საცდელი ორგანიზმების ფილტვებში მოხდა, რამაც კოვიდ-19 დაავადების რისკი კიდევ უფრო გაზრდა.
მეცნიერებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ დასკვნების საბოლოოდ დასადასტურებლად დამატებითი კვლევებია საჭირო. გარდა ამისა პორტალზე გამოქვეყნებულ სტატიაში მხოლოდ სპეციალისტების კვლევაა, რომელსაც ექსპერტთა შეფასებები არ ახლავს.
მანამდე ამერიკელმა მეცნიერებმა კვლევაში ჩამოთვლილი იყო ის ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენს ადამიანებში კოვიდ-19 ინფექციის მძიმე ფორმით მიმდინარეობაზე, ესენია სიბერე, სისხლში ჟანგბადის დაბალი მაჩვენებელი და ჭარბწონიანობა.