კოვიდ-19 შესაძლოა ყველაზე მომაკვდინებელ ეპიდემიების ოცეულშიც არ შევიდეს
თამთა ჩაჩანიძე
23.04.2020

კოვიდ-19 პანდემია შესაძლოა კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მომაკვდინებელი ეპიდემიების ოცეულშიც არ შევიდეს, ეს მოსაზრება გერმანული "დოიჩე ბანკის" სპეციალისტებმა ჩამოაყალიბეს - მათ დღევანდელი პანდემია ჩვენი ეპოქის 23 სხვა ეპიდემიას შეადარეს და შედეგად მსოფლიო გარდაცვლილი მოსახლეობის პროცენტული მაჩვენებელი გამოითვალეს.

კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მომაკვდინებელი პანდემია 1347-1351 წლებში იყო, რომელიც „შავი ჭირის" სახელწოდებითაა ცნობილი, რა დროსაც მსოფლიო მოსახლეობის 42% ანუ 200 მილიონამდე ადამიანი იმსხვერპლა.

გერმანელი სპეციალისტების რეიტინგში ადამინების სიკვდილიანობის თვალსაზრისით მეორე ადგილს 541-542 წლების ჭირის ეპიდემია იკავებს, რომლის დროსაც 60 მილიონი ადამიანი დაიღუპა, რაც მოსახლეობის 28.5% იყო.

ბოლო ასი წლის მანძილზე პანდემია „ისპანკამ" ყველაზე მეტი ადამიანი შეიწირა, ინფექციამ 1918-1919 წლებში 50 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, რაც იმ დროისთვის მსოფლიო მოსახლეობის 2.73% იყო.

შემაშფოთებელი მაჩვენებელი აქვს შიდსის ვირუსს, რომელმაც დღემდე 30 მილიონი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, რაც მსოფლიო მოსახლეობის 0.57%-ია.

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი „რეზონანსთან" ამბობს, რომ კორონავირუსული ინფექციის შედეგად გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობა, სხვა პანდემიების მსხვერპლთან შედარებით გაცილებით ნაკლებია, თუმცა, მისივე თქმით, ამჯერად პანიკა უფრო მეტია, ვიდრე სხვა ეპიდემიებისას.

„შესაძლოა კორონავირუსის ინფექცია მსოფლიო პანდემიების მომაკვდინებელ ოცეულში არც შევიდეს - ამის თქმა ძნელია, გააჩნია ინფექციის მოქმედება როგორ გაგრძელდება. საერთო ჯამში "ისპანკამ" 100 მილიონამდე ადამიანი იმსხვერპლა, ამ ციფრთან შედარებით ამაზე საუბარი სასაცილოცაა, გავითვალისწინოთ ისიც, რომ ონკოლოგიური დაავადებებისაგან თვეში 700 ათასი ადამიანი იღუპება.

„პანიკის დათესვა ვიღაც ვიღაცებს მათ შორის მასონურ ჯგუფებსა და ბილ გეითსსაც ძალიან აწყობთ, იმიტომ, რომ პანიკის შედეგად დაგარწმუნებენ რომ ვაქცინაა აუცილებელი, ვაქცინის მეშვეობით კი სპეციალურ ჩიპებს შეუშვებენ, რომლითაც ადამიანებს როგორც უნდათ ისე მართავენ - ეს ჩიპი ზედა კოსმიურ ენერგიებთან იქნება დაკავშირებული და ეს სადგურები თითოეული ჩვენთაგანის მართვას შეძლებენ.

„მათ ხელშია მსოფლიო მასშტაბის მასმედიაც და ამიტომაა ასეთი პანიკა, თორემ ეს რომ არ ყოფილიყო, ამ პანდემიის შესახებ ჩვენ ისევე ვერ გავიგებდით, როგორც "ღორის გრიპს", "ქათმის გრიპს", შიდსს - რა გგონიათ შიდსმა თავის დროზე ნაკლები ადამიანი იმსხვერპლა? მაგრამ ასეთი ამბავი არ იყო.

„კი ახლაც ხალხი იღუპება, მაგრამ რამდენი პანდემია და ეპიდემია იყო, რომლებმაც გაცილებით უფრო მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა" - განაცხდა ცაგარელმა.

ბოლო მონაცემებით, ახალი კოვიდ-19 ინფექციის მსხვერპლი 183.000 მდე ადამიანია, ანუ მსოფლიოს მოსახლეობის 0.002%.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×