რეზონანსი
24.04.2020

ას­ტრო­ლო­გი ხა­თუ­ნა ნო­ე­ლი უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლი ას­ტრო­ლო­გი­უ­რი ტენ­დენ­ცი­ა­ბის შე­სა­ხებ წერს:

"პლუ­ტო­ნი დღეს სტა­ცი­ო­ნა­რუ­ლი გახ­და. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ პლა­ნე­ტა შე­მობ­რუ­ნე­ბას იწყებს, 28 აპ­რი­ლი­დან კი უკუს­ვლა­ზე გა­და­ვა, ანუ რეტ­როგ­რა­დუ­ლი გახ­დე­ბა. დღე­ი­დან ასე­ვე ირ­თვე­ბა პლუ­ტო­ნი­სა და ნეპ­ტუ­ნის (ვირუ­სე­ბი ნეპ­ტუნს "აბა­რია") ჰარ­მო­ნი­უ­ლი ას­პექ­ტი. ვფიქ­რობ, ეს რამ­დე­ნი­მე­დღი­ა­ნი პა­უ­ზა გა­ა­ჩე­რებს ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის ტენ­დენ­ცი­ას, ხოლო რეტრო­ფა­ზა­ზე გა­დას­ვლის შემ­დგომ კლე­ბაც და­ი­წყე­ბა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სიკ­ვდილს, მა­სობ­რივ ეპი­დე­მი­ებს, კრი­ზი­სებს სწო­რედ პლუ­ტო­ნი მარ­თავს. თუმ­ცა ამავდრო­უ­ლად იმ მარ­თავს დიდ ფულ­საც, რო­მე­ლიც სწო­რედ კრი­ზი­სე­ბის დროს "იხ­სნე­ბა" ხოლ­მე მა­ვან­თა და მა­ვან­თა მიერ.

პლუ­ტო­ნი რეტ­როგ­რა­დუ­ლი იქ­ნე­ბა 7 ოქ­ტომ­ბრის ჩათ­ვლით.

ამას­თან დღეს დი­ლის 6:25-ზე კუ­როს 03°24-ზე ახალმთვა­რე­ო­ბის პიკი იყო. ხვა­ლი­დან შე­გიძ­ლი­ათ ახალ საქ­მე­ებს შე­უდ­გეთ, ამა­ში ხელს მთვა­რის აღ­მა­ვა­ლი ფაზა და ურა­ნის ახალმთვა­რე­ო­ბის წერ­ტილ­თან შე­ერ­თე­ბა შე­გი­წყობთ. იოლი არ იქ­ნე­ბა, ნამ­დვი­ლად - წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბი რუ­კა­შიც ჩანს მთვა­რის კვად­რა­ტე­ბი იუ­პი­ტერ­თან და სა­ტურნ­თან. ეს აჩ­ვე­ნებს, რომ სო­ცი­ა­ლუ­რი გა­რე­მო­ე­ბე­ბი ხე­ლის­შემ­წყობ ფონს არ ქმნის. ამი­ტომ სა­ჭი­როა ვი­მოქ­მე­დოთ ურა­ნი­სე­ბუ­რად - ვე­ძე­ბოთ ახა­ლი გზე­ბი, ახა­ლი მიდ­გო­მე­ბი, ახა­ლი მე­თო­დე­ბი. კარ­გი ის შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ კვად­რა­ტე­ბი დაშ­ლა­ზეა წა­სუ­ლი და უკვე გან­ვლი­ლი სირ­თუ­ლე­ბის შე­სა­ხებ შე­იძ­ლე­ბა, რომ მი­ა­ნიშ­ნებ­დეს, ვიდ­რე რე­ა­ლურ, სა­მო­მავ­ლო­ზე".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×