რეზონანსი
25.04.2020

ჟურნალისტი ირა გოგოსაშვილი შემდეგი სახის ინფორმაციას აქვეყნებს:

"ახლახანს, ჩემმა უკრფაინელმა კოლეგამ დეტალური ინფო მომაწოდა, თუ რატომ გადაიდო რადაში სააკაშვილის ვიცე-პრემიერად არჩევის კენჭისყრა და რა მოვლენები განვითარდა სხდომის შემდეგ:

1. დეპუტატების დიდი ნაწილი, უკმაყოფილო და აღშფოთებულია ზელენსკის ინიციატივის გამო, რომ მან საერთოდ განხილვაზე შემოიტანა კრიმინალი სააკაშვილის კანდიდატურა!

2. დეპუტატები მოითხოვენ, სააკაშვილმა ჯერ პროკურატურას და სასამართლოს გასცეს პასუხი იმ შეკითხვებზე, რომელიც მის მიმართ არსებობს.

3. დეპუტატების არცთუ მცირე ნაწილი მოითხოვს სააკაშვილის დაპატიმრებას 2014 წლის 20 თებერვალს მაიდანზე განვითარებული მოვლენების გამო, რა დროსაც უდანაშაულო ადმიანები დახვრიტეს!

აგრეთვე, მოითხოვენ სამართალდამცავი ორგანოებისგან, სააკაშვილის ოდესის გუბერნატორობის დროს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხების მოპარვის ფაქტების ძირეულ გამოძიებას! მოკლედ, დიდი ამბები ყოფილა, ჩხუბი და გაწევ გამოწევა, გინება და მუქარა” – წერს ირა გოგოსაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×