რეზონანსი
25.04.2020

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის, გიორგი კეკელიძის ამ პოსტს პოსტს უამრავი ადამიანი ეთანხმება და აზიარებს. კეკელიძე იმ შეჭირვებულ ოჯახებზე საუბრობს, რომლებისთვისაც სახლში ყოფნა უსაფრთხოებასთან სულაც არ ასოცირდება და ამ ოჯახებისთვის სახლში დარჩენა შიმშილთან უფროა გაიგივებული.

„ეს დღეებია, ხან გურიაში და ხან თბილისში, ჩემი მწირი შესაძლებლობით, ვცდილობ დავეხმარო ადამიანებს, ვისაც ძალიან უჭირს. ეს საქები საქმე არ არის – ვალდებულებაა ნებისმიერის, ვისაც რომ ამის მცირე უნარი მაინც აქვს. 

მათი ,,დარჩი სახლში” სხვა ,,დარჩი სახლშია”. ლამის მეც კი, საშინელი ოთხმოცდაათიანების პირმშოს, თურმე დამავიწყდა და სხვაგან გადავსახლდი. ჰოდა, გუშინ, როცა მუხიანში, რაღაც მიშენებიდან, საშინლად გამხდარი ქალი, მორცხვად გამოვიდა ორი პატარათი და ერთმა დაიძახა: დედა, სათამაშოც მინდოდაო და დედამ პირზე მიაფარა ხელი – საშინლად შემრცხვა. ჩემი მხიარული სიტყვების გამო, სადაც ამ ადამიანებს მოვუწოდებდი. და სხვების გამოც, რომლებიც ამბობენ, რომ ეს ,,არც ისე ცუდია”, რომ ,,არდადეგებს ჰგავს” და სხვანი და სხვანი. 

განა აზრი შევიცვალე – ვიცი, რომ ახლა გარდაუვალი და ყველაზე ზუსტი მოწოდებაა. უბრალოდ, მგონი რომ ფრაზა უნდა დავიწყოთ ასე – ,,ბოდიში, სახლში დარჩი..”

მე რაც შემეძლება, ისევ გავაკეთებ – დღესაც ორ ოჯახში მივდივარ, იმ ბავშვსაც მივუტან სათამაშოს, მაგრამ ეს გზავნილი უფრო ხვალისაა – ხვალ ჩვენ უფრო მეტად დაგვჭირდება ერთმანეთის შემჩნევა“ – წერს გიორგი კეკელიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×