
ინგა გრიგოლიას საავტორო გადაცემა "რეაქცია" მცირეხნიანი პაუზის შემდეგ ეთერში დაბრუნდა. წამყვანმა გადაცემის შეწყვეტის მიზეზი განმარტა. ინგა გრიგოლიამ კორონავირუსზე ისაუბრა და ქართველ მედიკოსებს მადლობა გადაუხადა.
ჟურნალისმა, თავის მშობლებსაც მიმართა და პატიება სთხოვა იმის გამო, რომ კორონავირუსის საფრთხის გამო მათ ვერ ნახულობს.
"მე არ მინახავს ჩემი მშობლები იმის გამო, რომ ასაკში არიან და რისკჯგუფში შედიან. არ მინახავს ისევ მათ გამო, რომ შემთხვევით რაიმე საფრთხე არ შევუქმნა ჩემი მისვლით. ძალიან გვენატრება ერთმანეთი. მეუბნებიან რომ ვენატრები და ჩემი დანახვა უნდათ. დე და მამა, აი ასე ასე გამოვიყურები ცალი ჯანმრთელი ფეხით და ხელჯოხით. მიყვარხართ, მაპატიეთ და ბოდიში, რომ ვერ გნახულობთ, მაგრამ ჩემი ვალდებულებაა დაგიცვათ საფრთხისგან და მაშინ გნახოთ, როცა ამის უფლებას მოგვცემენ. უზომოდ მიყვარხართ და მენატრებით" - განაცხადა ჟურნალისტმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე