რეზონანსი
30.04.2020

სოციალური ქსელის მომხმარებელი, სალომე ჭანტურია, სოციალური ჯგუფში "კორონავირუსი/Covid-19 ფორუმი" წერს:

"გაიგოს ყველამ ამის შესახებ და მოხდეს შესაბამისი რეაგირება !!!!

დღეს ვიყავი ავერსის აფთიაქში ფალიაშვილის 15 ნომერში, ბავშვის საკვები და რაღაცეები მქონდა საყიდელი, როდესაც სალაროსთან მივედი ერთი თანამშრომელი გამოვიდა ჩაცმული პირბადით და ხელთათმანებით და დაემშვიდობა სხვა თანამშრომლებს, იმ გოგოს გასვლის შემდეგ დაიწყეს ეს საუბარი - ზუსტად ვციტირებ:

- "რას მოდიოდა თუ სიცხე ჰქონდა, თურმე მთელ ოჯახს სიცხე აქვს, დავმალავ და არ ვიტყვი რომ სიცხე მაქვსო და რა საქციელია ეს? რატომ არ გამოიძახა და არ იკეთებენ ტესტს, საერთოდ როგორ გამოვიდა სამსახურში, ჩემებმა რომ გაიგონ აღარც მე გამომიშვებენ სამუშაოდ, რატომ შეგვიქმნა საფრთხე." და კიდევ არ მახსოვს, გააღეს ფანჯრები კარებები გასანიავებლად, რამდენ რაღაცას შეეხებოდა ის გოგო იქ ყოფნის დროს.

ეს არის უპასუხისმგებლობა ეს არის დანაშაული და არ ვიცი რა ქვია ამ საქციელს! დავრეკე 144 შიც და 112 შიც ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ მოაგვარებენ ამ საკითხს და იმ გოგოს და მის ოჯახსაც ჩაუტარებენ ტესტებს და ძალიან მინდა რომ გავრცელდეს ამაზე ინფორმაცია და თქვან თუ აღმოაჩნდა ან თუ არ აღმოაჩნდა, დღეში რამდენი ადამიანი სარგებლობს ამ აფთიაქით, კაი მე თავიდან ბოლომდე ვსოირტავ როოგრც კი მაწვდიან ყველაფერს და მერე თავად პროფუქტსაც მაგრამ ყველა ესე ხომ არაა ზოგი ქეშით იხდის და ა.შ მომლედ ავერსი ფარმა - Aversi Pharma გააკეთოს განცხადება ამ თემაზე !"

"ალია"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×