რეზონანსი
08.05.2020

მიხეილ სააკაშვილის ახალი თანამდებობის გამო, მისი მხარდამჭერები სოციალურ ქსელში სიხარულს ვერ მალავენ და საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს წარმატებას სოციალურ ქსელში ულოცავენ.

სააკაშვილს ახალი თანამდებობა მიულოცა "ჩემი ცოლის დაქალების" კრიმხილდამ, მსახიობმა ნანა კუხალეიშვილმა, რომელიც ოჯახთან ერთად ახლა ესპანეთში ცხოვრობს.

"რამდენი ხანია არაფერი არ გამხარებია ასე, გილოცავთ, მალე საქართველოში! ჩემი პრეზიდენტი" - დაწერა ნანა კუხალეიშვილმა სააკაშვილის პირად გვერდზე.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის განკარგულებით, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×