თამთა ჩაჩანიძე
08.05.2020

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე „ფოქს ნიუსთან" ინტერვიუში ისაუბრა, მან მის მთავარ მოწინააღმდეგეზე, ჯო ბაიდენზე კომენტირებისას,იმედი გამოთქვა, რომ ბრალდება, რომელსაც ბაიდენის ყოფილი თანაშემწე უყენებს და რომელიც სექსუალურ შევიწროვებას ეხება, სიმართლეს არ შეესაბამება და მთავარი მეტოქეები ბრძოლას ბოლომდე მიიყვანენ.

„ეს ბრძოლაა, რომელშიც იგი ჩაერთვება, მეც ბევრი ცრუ ბრალდება წამიყენეს, შესაძლოა ესეც(ბაიდენის მისამართით) ცრუ ბრალდებაა, ვიმედოვნებ, რომ ეს ასეც იქნება."-განაცხადა ტრამპმა

აპრილის შუა რიცხვებში, ჯო ბაიდენი მისმა ყოფილმა თანაშემწემ ტარა რიდმა სექსუალურ შევიწროვებაში დაადანაშაულა, მისი თქმით, აღნიშნული ფაქტი დახლოებით 30 წლის წინ 1993 წელს მოხდა, როდესაც ბაიდენი ჯერ კიდევ სენატორი იყო, რიდმა დედის, შეყვარებულის, ძმის და ყოფილი კოლეგის შევიწროვებაზეც ისაუბრა.

ამის გამო, ტარა რიდი აშშ-ს ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ ბაიდენი საპრეზიდენტო მარათონიდან ჩამოაშორონ-ამის შესახებ მან ამერიკელ ჟურნალისტთან მეგინ კელისთან ინტერვიუში განაცხადა,მისივე თქმით, ბაიდენის მხრიდან ბოდიშის მოხდა გვიანია, თუმცა ჩადენილის გამო პასუხი უნდა აგოს და რომ ის აშშ-ის პრეზიდენტი არ უნდა გახდეს.

თავის მხრივ ბაიდენი ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ თანაშემწის მიერ აღწერილი ძალადობის სცენა არასდროს მომხდარა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×