რეზონანსი
09.05.2020

მსახიობ გიორგი მახარაძეს, რომელსაც ფართო საზოგადოება “ჩემი ცოლის დაქალებში” მაქსიმე გობრონიძის როლით იცნობს, ახალი სამსახური აქვს. გიორგი ქალაქის ქუჩებში საჭმლის მიტანის სერვისის – “გლოვოს” სკუტერით გამოჩნდა.

მსახიობი ტელეფონთან მოუხელთებელი აღმოჩნდა. მისი ახალი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მისმა ეკრანულმა მეწყვილემ – კატომ, ნინო გაჩეჩილაძემ დაუდასტურა.

"გიორგი დიდი ხანია “გლოვოში” მუშაობს და ამით კმაყოფილიც არის. მგონი ერთობა, პარალელურად ეგეც მაგის ჰობია… ეს სამსახური მისთვის გასართობია. სერიოზული დატვირთვა არ მგონია რომ ჰქონდეს", - აღნიშნა გაჩეჩილაძემ.

პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×