ელზა პაპოშვილი
09.05.2020

სისხლიანი დაპირიპირება თბილისში ყაზბეგის გამზირზე მკვლელობით დასრულდა. გარდაცვლილია შუახნნისმამაკაცი, რომელიც ყაზბეგის 34 ნომერში, ყოფილ შანხაის შენობაში მეზობლებმა მოკლული იპოვეს. „რეზონანსთან“ ადგილობრივი მცხოვრებლები ყვებიან, რომ მამაკაცს ჭრილობები თავის არეში ბლაგვი საგნით ჰქონდა მიყენებული. სავარაუდოდ, მკვლელობა კომენდატის საათის დაწყებამდე უნდა მომხდარიყო, თუმცა ქუჩის მცხოვრებლეებს ხმაური ან ჩხუბის ხმა არ გაუგიათ.

ადგილობრივების ინფორმაციით, მიტოვებულ შენობაში, რომელსაც დაცვა არა ჰყავს, ახალგაზრდები ხშირად იკრიბებიან და ე.წ. საქმის გარჩევებიც ხშირად ხდება. ამიტომ მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციაც ხშირად მოძრაობს. თუმცა ამ კონკრეტული მკვლელობის შემთხვევაში რაიმე განსაკუთრებული მოძრაობა და კონფლიქტის ხმა არ გაუგონიათ. 

„რეზონანსი“ ყაზბეგის ქუჩის მცხოვრებ ანა გოგიას ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ მეზობლებმა მკვლელობის შესახებ მხოლოდ მაშინ შეიტყვეს, როდესაც ადგილზე პოლიცია მოვიდა და მიცვალებული გამოასვენს. მისი თქმით, მოკლული, სავარაუდოდ, იქვე ახლოს უნდა ცხოვრობდეს და ის ერთ-ერთმა მეზობელმა იპოვა. სწორედ მანვე გამოიძახა პოლიცია, სადაც უკვე შუახნის მამაკაციგარდაცვლილი იყო. 

მისი თქმით, აღნიშნულ შენობაში, რომელიც მიტოვებულია, ყოველ საღამოს მიუხედავად კომენდატის საათისა, ჩხუბი და ქუჩური საქმის გარჩევები ხდება. გოგია, ამბობს, რომ ადგილობრივებმა პოლიციას ტერიტორიაზე დაცვის დაყენება არაერთხელ სთხოვეს, რადგანაც კრიმინალური ფაქტები არაერთხელ მომხდარა.

„ზუსტად არავინ არ იცის რა მოხდა. ერთ-ერთ მეზობელს გამოუვლია კომენდატის საათის დაწყებამდედა შიგნიდან რაღაცა ხმაურის ხმა გაიგონა. შეიხედა და მამაკაცი დაინახა, რომელიც სახით მიწაზე იწვა.პოლიციაშიც, სავარაუდოდ, მან დარეკა. მოვიდნენ და მამაკაციუკვე მკვდარი ნახეს. რამდენიმეხნის გარდაცვლილი იყო. 

„მკვლელობა, როგორცჩანს, კომენდატის საათამდე მოხდა. ჩხუბი ან ყვირილის ხმა არავის გაუგონია. წვიმდა და ამიტომ გარეთ მოძრაობა ნაკლებად იყო. როგორც თქვეს, თავში ბლაგვი საგანი ჰქონდა ნარტყამი. სავარუდოდ, სცემეს და შემოაკვდათ. 

„ჩვენი მეზობელი არ არის, მაგრამაქვე ახლოს ცხოვრობსო. კრიმინალისტები მუშაობდნენმთელი ღამის განმავლობაში. თავად შენობის შიგნით კამერები არ არის, მაგრამ გარეპერიმეტრზე ალბათ დაათვალიერებდნენ. 

„ისე, აქ პოლიცია და სასწრაფო ლამის ყოველდღე დგას. მუდმივად საქმის გარჩევებში არიან. საღამოს საათებშიაქ გამოვლის უკვე გვეშინია“,-ამბობს „რეზონანსთან“ გოგია. 

თბილისისცენტრშიმომხდარიმკვლელობისფაქტზეგამოძიებაშსს-მ 108-ე, განზრახმკვლელობისმუხლითდაიწყო.მკვლელობის ფაქტზე ჯერჯერობით დაკავებული არავინ არის.მკვლელის დადგენის მიზნით საგამოძიებო ღონისძიებები ტარდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×