თამთა ჩაჩანიძე
09.05.2020

თამბაქოს მოხმარებასა და კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელებასთან დაკავშირებით საფრანგეთში ჩატარებული კვლევა არ შეიძლება ჩაითვალოს იმის მეცნიერულ დადასტურებად, რომ მწეველები კოვიდ-19 ინფექციით უფრო იშვიათად ავადდებიან, ვიდრე არამწეველები. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარიან ვან კერკხოვმა განაცხადა.

მისი თქმით, პირიქით, მოწევამ შესაძლოა ინფექციას ხელი უფრო შეუწყოს და დაავადება უფრო მძიმე ფორმებით განვითარდეს.

აპრილში ფრამგმა მეცნიერებმა საინტერესო კვლევის შედეგები გამოქვეყნეს, რომელიც კორონავირუსით ინფიცირების 11 ათასი შემთხვევის შესწავლას ეფუძნებოდა. კვლევამ აჩვენა, რომ ინფიცირებულთა 8.5% მწეველი იყო, ზოგადად კი საფრანგეთში მწეველთა რაოდენობა 25.4%-ს შეადგენს.

ამასთან, ეს კვლევა მხოლოდ სტატისტიკურ მონაცემებს ეყრდნობოდა და მასში არ იყო მოცემული ასეთი სტატისტიკის მიზეზების მეცნიერული ახსნა.

ვან კერხოვმა განაცხადა, რომ მსგავსი კვლევა მედიაში ნამდვილად გავრცელდა, თუმცა ეს კვლევა რეცენზირებული არ ყოფილა. მისივე თქმით, აღნიშნული კვლევა იმის დასადასტურებლად არ ჩატარებულა, რომ მოწევამ შესაძლოა კორონავირუსისაგან გარკვეულწილად დაგვიცვას.

მისი ინფორმაციით, არსებობს სხვა კვლევები, რომლითაც დასტურდება, რომ მოწევა „კორონავირუსის უფრო მძიმე ფორმებს იწვევს".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×