რეზონანსი
11.05.2020

„ყველა ქვეყანაში მსოფლიო ერთი წესრიგი დაამყარეს, ყველა სახლში ჩაკეტეს, ახლა ინექციაო და ყველა უნდა აიცრათო მერე, აცრის შემდეგ ყველამ მარჯვენა ხელში ჩიპი უნდა ჩაიდგათო", - ამის შესახებ არქიმანდრიტი ანთიმოზ ბიჩინაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„უკვე აშკარაა ხდება კორონა (ღამურა) ვირუსის ხელოვნურობა. პლანეტა დედამიწის მართველმა ელიტამ რაღაც ექსპერიმენტი ჩაატარეს, რომელიც მარტო ეშმაკმა უწყის.

ფაქტიურად დედამიწა გააჩერეს და ყველა ქვეყანაში მსოფლიო ერთი წესრიგი დაამყარეს, ყველა სახლში ჩაკეტეს და ახლა ყველას ერთად სახლიდან უშვებენ "სვაბოდაზე".

ახლა ინექციაო და ყველა უნდა აიცრათო მერე, აცრის შემდეგ ყველამ მარჯვენა ხელში ჩიპი (666) უნდა ჩაიდგათო.უკვე იმას ვფიქრობ პლანეტა დედამიწიდან სად გავიქცე, ყველაზე ახლოს პლანეტა ვენერაა(Venus).

სიამოვნებით გადავსახლდები პლანეტა ვენერაზე.მოვინდომე, რა, მეც სიყვარულის ქალღმერთი ვენუსი და კაი ცხოვრება", - წერს არქიმანდრიტი ანთიმოზ ბიჩინაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×