თამთა ჩაჩანიძე
12.05.2020

ქალაქ სანკტ-პეტერბურგის წმინდა გიორგის სახელობის საავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს კორონავირუსით ინფიცირებული 5 პაციენტის სიცოცხლე შეეწირა. ხანძრი პირდაპირ რეანიმაციულ განყოფილებაში გაჩნდა, სადაც ყველაზე რთულ პაციენტებს მკურნალობენ. რუსი ექსპერტების პირველადი დასკვნით კი, ხანძრის სავარაუდო მიზეზი ის იყო, რომ აალდა ერთი ან რამდენიმე ხელოვნური სუნთქვის აპარატი, რომლებზეც პაციენტები იყვნენ მიერთებული.

ოფიციალური ინფორმაციით, ეს იყო რუსული წარმოების უახლესი სასუნთქი აპარატები, მოდელი „ავენტა-მ", რომელიც წელს ურალის აპარატების მწარმოებელ ქარხანში დამზადდა და პეტერბურსი საავადმყოფოში სულ ახლახანს - 1-ლ მაისს მიიღეს. თითო აპარატის ღირებულება 1.9 მილიონი რუბლია (დაახლოებით 80 ათასი ლარი).

პეტერბურგის წმინდა გიორგის საავადმყოფოში განაცხადეს, რომ გამოძიების დასრულებამდე ამ მოდელის აპარატებს არ გამოიყენებენ. რუსული მედიის ცნობით, მოსკოვისა და პეტერბურგის საავადმყოფოებში ამავე მოდელის 200-მდე აპარატია განაწილებული, რომლებითაც კორონავირუსით ინფიცირებულებს მკურნალობენ და ნებისმიერი მათგანი შეიძლება ტრაგედიის მიზეზი გახდეს.

ამას გარდა, იგივე აპარატები გამოიყენება ბაშკირეთის, სტავროპოლის, ჩელიაბინსკისა და რიაზანის რეგიონებშჳ კორონავირუსით ინფიცირებულების მკურნალობისას.

თავად ამ სასუნთქი აპარატების მწარმოებელ ქარხანაში აცხადებენ, რომ აპარატების აალება შეიძლებოდა გამოეწვია მოკლე ჩართვას, აპარატის არასწორ მოხმარებას, ან მის გადატვირთვას.

რუსული მედიის ცნობით, ადგილობრივი წარმოების ხელოვნური სუნთქვის აპარატები ადრეც ხშჳრად გამოდიოდნენ მწყობრიდან, მაგრამ ხდებოდა მათი შეკეთება საზღვარგარეთიდან გამოწერილი სათადარიგო ნაწილების გამოყენებით. ახლა კი, რადგანაც კორონავირუსის გლობალური პანდემიისა და ასეთ აპარატებზე მოთხოვნილება მკვეთრად გაიზარდა, სათადარიგო ნაწილების უცხოეთიდან შემოტანა ვეღარ ხერხდება და გაფუჭებულ აპარატებში ისევ რუსული წარმოების ნაწილებს იყენებენ.

აღსანიშნავია, რომ პეტერბურგის ტრაგედიამდე 9 მაისს მოსკოვის ერთ-ერთი საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშიც გაჩნდა ხანძარი, რომელსაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×