
"რატომ არის ეს კომენდანტის საათი?! ევასათ!", - ამის შესახებ განცხადება გუბაზ სანიკიძემ, გადაცემა "პოლიტმეტრში" საუბრისას გააკეთა.
გუბაზ სანიკიძის თქმით, საქართველოში კომენდანტის საათი უნდა მოიხსნას:
"ხომ ვიცით ჩვენ, კომენდანტის საათი რატომ შემოიღეს? იმიტომ რომ საპატრიარქოს ვერაფერი გაუბედეს, განა იმიტომ რომ პატივისცემა აქვთ პატრიარის ან სინოდის, ან ეკლესიის. არჩევნებში სჭირდებათ მრევლის ხმები. 0-ს მიიღებთ ეკლესიიდან ხმებს, ბიძინა! 0-ს მიიღებ, აგერ ნახავ.
რა ქნეს? კომენდანტის საათს რა უნდა საქართველოში, ხალხო?! კომენდანტის საათი იყო 9 აპრილის შემდეგ! ომი გვაქვს თუ რა გვაქვს?! მთელი რეგიონია სადაც არ არის კორონავირუსი -კახეთი, გურია, რაჭა, მთა. აბა რატომ არის ეს კომენდანტის საათი?! ევასათ! გითხრათ პასუხი? არაფერი პოლიტიკური, დაევასათ, რა.. ხალხის მის ჭკუაზე, მის ჭკუაზე ადუღებულ ტვინში, მის ჭკუაზე რომ დადის მოწონს. იქ დაუძახებს პოლიცია ემორჩილება, მოქალაქე ხმას არ იღებს", - თქვა სანიკიძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე