
ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია უგულავა-ოქრუაშვილის გათავისუფლებას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს:
„ქვეყანაში მოსალოდნელი პოლიტიკური კრიზისი! სახელმწიფოს არ გააჩნია არანაირი ბერკეტი! ორ დამნაშავეს ქვეყანას ვერ გადავაყოლებ! ეს არის ამონარიდები ქვეყნის პრეზიდენტის დღევანდელი გამოსვლის ტექსტიდან.
ანუ, რას გვეუბნება საქართველის პირველი პირი?! ქვეყანას ჰყავს ოპოზიცია, რომელსაც ძალუძს პოლიტიკური კრიზისის შექმნა 2 კრიმინალის გამოც კი... (არ დაგვავიწყდეს, რომ პოლიტიკური კრიზისი საფუძველია ხელისუფლების შეცვლის)
ასევე, თურმე სახელმწიფოს, რომელსაც აქვს სასამართლო სისტემა და ყველა დანარჩენი სახელისუფლებო შტო აწყობილი და "დაკომპლექტებული", არ ფლობს საჭირო ბერკეტს, რათა განახორციელოს სამართლიანი და სამართლებრივი ღონისძიებები. და იმასაც გვამცნობს, რომ 2 კრიმინალს შესაძლოა საქართველოს სახელმწიფოებრიობა გადაყვეს.
მოკლედ კი, ეს ყველაფერის ასე ჟღერს: საქართველოს სახელმწიფო და ხელისუფლება არ არსებობს! და რაც არსებობს, ისიც შანტაჟის და ძალდატანების ქვეშააო! მაპატიეთ, ჩემო კარგებო, ჩემო მეგობრებო, მე მეგონა სახელმწიფო გვქონდა და ამითი ვამაყობდი! შევცდი! პრეზიდენტს მეტი ფაქტები აქვს და, ალბათ, უკეთ იცის!"
შეგახსენებთ, რომ გუშინ, სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე