რეზონანსი
18.05.2020

ქუთაისის ერთ-ერთ სამშობიარო სახლში, 52 წლის ქალს პირველი შვილი შეეძინა. მედიკოსების თქმით, დოდო გიორგაძე და მისი ჩვილი თავს კარგად გრძნობენ. ქვეყნად მოავლინა პირველი შვილი , ჯანმრთელი გოგონა ლუსი ოდილავაძე.

„ბედნიერი დედა და ახალშობილი თავს მშვენივრად გრძნობენ. ორსულობის 9 თვიანმა პერიოდმა უპრობლემოდ ჩაიარა .ულამაზესი ლუსი ნამდვილად ღვთის საჩუქრია .ქალბატონი დოდო უამრავი იმედდაკარგული ქალბატონის მაგალითი უნდა გახდეს. თანამდროვე სამყაროში შეუძლებელია თითქმის არაფერია . მთავარია გწამდეთ , გჯეროდეთ და არასდროს დანებდეთ "- წერია სამშობიარო სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×