რეზონანსი
02.06.2020

სახელმწიფო უსაფრხოების სამსახურმა სამოქალაქო აქტივისტი, ანტისაოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაში" ლიდერი, დავით ქაცარავა დაკითხვაზე დაიბარა.

ინფორმაციას ამის შესახებ ფეისბუქის გვერდზე თავად ქაცარავა ავრცელებს:

"ხვალინდელი დღე ძალიან საინტერესო და დატვირთული მექნება - 14.00ზე გაიმართება სასამართლო პროცესი, რომელზეც ბრალდებული და დაზარალებული ვარ და ახალი საინტერესო "შეხვედრა" ჩამენიშნა - სუს ში მიბარებენ დაკითხვაზე გარეჯთან დაკავშირებით.

მეტი დეტალი ჯერჯერობით უცნობია ჩემთვის ჩემი სუსში დაბარებასთან დაკავშირებით.

მოკლედ, ვნახოთ...

აბსურდის სპექტაკლი გრძელდება." - წერს დავით ქაცარავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×