რეზონანსი
08.06.2020

ნი­კუ­შა ჭი­ჭი­კოშ­ვი­ლი 2017 წელს გა­იც­ნო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ. პა­ტა­რა, საყ­ვა­რე­ლი ბი­ჭის სა­ხა­ლი­სო ვი­დე­ოს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის შემ­დეგ, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლი კლა­სის გა­მო­საშ­ვებ ზე­იმ­ზე იყო გა­და­ღე­ბუ­ლი. მალე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ბი­ჭუ­ნას ჯან­მრთე­ლო­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა აწუ­ხებ­და. ბავ­შვს თირკმე­ლე­ბის და­ა­ვა­დე­ბა ჯერ კი­დევ მუც­ლად­ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში და­უდ­გი­ნეს. 

ამ სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ბავ­შვის მდგო­მა­რე­ო­ბა რამ­დენ­ჯერ­მე დამ­ძიმ­და, ის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში არა­ერ­თხელ მოხ­ვდა, რამ­დე­ნი­მე თვის წინ კი, 10 წლის ნი­კუ­შას ინ­სულ­ტი გა­ნუ­ვი­თარ­და და თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ინ­გო­როყ­ვას კლი­ნი­კა­ში აპა­ტარ­ზე იყო შე­ერ­თე­ბუ­ლი.

თით­ქმის ერთი თვეა, ნი­კუ­შა ჭი­ჭი­კოშ­ვი­ლი სახ­ლში დაბ­რუნ­და. მდგო­მა­რე­ო­ბა ამ ეტაპ­ზეც რთუ­ლია, მაგ­რამ ოჯა­ხის­თვის მთა­ვა­რია, რომ შვი­ლი ცო­ცხა­ლი გა­და­არ­ჩი­ნეს.

"ნი­კუ­შას სტა­ბი­ლუ­რად სჭირ­დე­ბა რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია. პა­რა­ლი­ზე­ბუ­ლი აქვს მარ­ცხე­ნა მხა­რეს კი­დუ­რე­ბი. ახლა ფრე­ნე­ბი არ არის, მისი მოძ­რა­ო­ბაც არ შე­იძ­ლე­ბა, თუმ­ცა, ვარ­კვევთ უცხო­ეთ­ში სად შე­იძ­ლე­ბა იყოს ისე­თი სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო ცენ­ტრი, სა­დაც ნი­კუ­შას მი­ღე­ბას შეძ­ლე­ბენ, იქ­ნებ წა­ვიყ­ვა­ნოთ და ვუმ­კურ­ნა­ლოთ...

ამ ეტაპ­ზე სა­ა­ვად­მყო­ფო­ში დაწ­ვე­ნა სა­ჭი­რო არ არის, მაგ­რამ მისი ჯან­მრთე­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რთუ­ლია, წი­ნას­წარ გან­სა­ზღვრო რო­დის რა დას­ჭირ­დე­ბა", - განუცხადა "ამბებს" ნი­კუ­შას მა­მამ ზუ­რაბ ჭი­ჭი­კოშ­ვილმა.

ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×