
ნიკუშა ჭიჭიკოშვილი 2017 წელს გაიცნო საზოგადოებამ. პატარა, საყვარელი ბიჭის სახალისო ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ, რომელიც პირველი კლასის გამოსაშვებ ზეიმზე იყო გადაღებული. მალე ცნობილი გახდა, რომ ბიჭუნას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა აწუხებდა. ბავშვს თირკმელების დაავადება ჯერ კიდევ მუცლადყოფნის პერიოდში დაუდგინეს.
ამ სამი წლის განმავლობაში ბავშვის მდგომარეობა რამდენჯერმე დამძიმდა, ის საავადმყოფოში არაერთხელ მოხვდა, რამდენიმე თვის წინ კი, 10 წლის ნიკუშას ინსულტი განუვითარდა და თვეების განმავლობაში ინგოროყვას კლინიკაში აპატარზე იყო შეერთებული.
თითქმის ერთი თვეა, ნიკუშა ჭიჭიკოშვილი სახლში დაბრუნდა. მდგომარეობა ამ ეტაპზეც რთულია, მაგრამ ოჯახისთვის მთავარია, რომ შვილი ცოცხალი გადაარჩინეს.
"ნიკუშას სტაბილურად სჭირდება რეაბილიტაცია. პარალიზებული აქვს მარცხენა მხარეს კიდურები. ახლა ფრენები არ არის, მისი მოძრაობაც არ შეიძლება, თუმცა, ვარკვევთ უცხოეთში სად შეიძლება იყოს ისეთი სარეაბილიტაციო ცენტრი, სადაც ნიკუშას მიღებას შეძლებენ, იქნებ წავიყვანოთ და ვუმკურნალოთ...
ამ ეტაპზე საავადმყოფოში დაწვენა საჭირო არ არის, მაგრამ მისი ჯანმრთელობიდან გამომდინარე, რთულია, წინასწარ განსაზღვრო როდის რა დასჭირდება", - განუცხადა "ამბებს" ნიკუშას მამამ ზურაბ ჭიჭიკოშვილმა.
ambebi.ge
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე