
„ქართული მარშის" ერთ-ერთი ლიდერი, სანდრო ბრეგაძე თაკო ჩარკვიანს პასუხობს, რომელმაც მამუკა ხაზარაძე ერთსქესიანთა ქორწინებაზე გამოთქმული მოსაზრების გამო სანდრო ბრეგაძეს შეადარა.
„ლენინზე დაწერილი ლექსების ჰონორარებზე, მოსკოვის ცკ-ს ბუფეტში ნაყიდ კამფეტებზე გაზრდილი თაკო ჩარკვიანი, რომლის ოჯახმაც სისხლში ჩაახშო ეროვნული მოძრაობა, მოკლა პრეზიდენტი გამსახურდია და ედუარდ შევარდნაძესთან ვაზელინით იშოვა მილიონები - თუ ენას კბილს დააჭერს ისევ მისთვის იქნება უკეთესი.
უფრო მეტიც - იმდენს იზამენ, რომ როგორც 90-იან წლებში გავათავისუფლეთ მთაწმინდა ფილიპე მახარაძისგან, ისევე გავათავისუფლებთ მამადავითს საქართველოს დამაქცევარი პუტჩისტებისგან.
ეს უნდათ გაფრთხილებად მიიღონ და უნდათ ულტიმატუმად. დიახ - უზნეობაა, როდესაც ეროვნული გმირების ზვიადის და მერაბის გვერდით, მათი იდეური და ფიზიკური მკვლელები განისვენებენ.
ეს ზუსტი ანალოგიაა, როდესაც ილია ჭავჭავაძის გვერდით მისი მკვლელი ფილიპე მახარაძე რომ დაასვენეს კომუნისტებმა",- ამბობს სანდრო ბრეგაძე.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ ქვეყანაში უმცირესობების უფლებები კარგად არის დაცული. ამის შემდეგ ერთდქესიანთა ქორწინებასთან დაკავშირებით აზრი გამოთქვეს მისმა თანაგუნდელებმაც. თაკო ჩარკვიანმა ხაზარაძეს მსგავსი განცხადებების გამო მდიდარი სანდრო ბრეგაძე უწოდა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე