თამთა ჩაჩანიძე
10.06.2020

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, მარია ვან კერხოვემ ჯენევაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უსიმპტომო ადამიანებისგან კოვიდ 19-ის გავრცელება ძალიან იშვიათად ხდება. ამ განცხადებას საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა, მოგვიანებით კი მან განცხადების მიზეზი განმარტა და თქვა, რომ ეს რამდენიმე კვლევაზე დაყრდნობით თქვა.

„რეზონანსთან" ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე ამბობს, რომ „უსიმპტომო" ორ რამეს ნიშნავს - ერთია ის ადამიანები, რომლების დაავადებას სიმპტომების გარეშე გადაიტანენ და შეიძლება ვერც იგრძნონ, თუმცა მეორე კატეგორია ის ხალხია, რომელთან ინფექცია შეეყარათ, მაგრამ სიმპტომები ჯერ არ გამოვლენილა, თუმცა ორ კვირამდე პერიოდში გამოვლინდება. ხმალაძე ამბობს, რომ ჯანმოს წარმომადგენელი მხოლოდდამხოლოდ პირველ კატეგორიას გულისხმობდა და არავითარ შემთხვევაში მეორეს. ანუ, თუ ადამიანს სიმპტომები არა აქვს, ეს არ გვაძლევს 100%-იან გარანტიას, რომ ვირუსს არ გადაგვდებს, თუმცა ჯანმოს განცხადება ნიშნავს, რომ ამის ალბათობა ნაკლებია.

„ქალბატონი აბსოლუტურად მართალია, თუ ის გულისხმობს ინფიცირებულ ადამიანებს, რომლებსაც ვირუსი თავიდან ბოლომდე უსიმპტომოდ აქვთ, მაგრამ ინფექცია უსიმპტომოდ იწყება და ეს ინკუბაციური პერიოდია ყველაზე საშიში.

„ორ ადამიანიდან, რომლებსაც ვირუსი აქვთ, ერთს გამოხატული სიმპტომები აქვს და მეორეს არა. ძალიან ძნელია გაიგო ადამიანს, რომელმა გადასდო, მაგრამ ფაქტია, რომ არა აქვს მნიშვნელობა ადამიანს კლინიკური ნიშნები აქვს თუ არა, მაინც უნდა გვეშინოდეს და მაქსიმალურად რეკომენდაციები დავიცვათ იმიტომ, რომ ვირუსი შეიძლება სიმპტომიანმაც გადასცეს, ნახევრადსიმპტომიანმაც და უსიმპტომომაც." - განაცხადა ხმალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×