რეზონანსი
10.06.2020

სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომელიც ხალხს, ქართველების საყვარეlი მომღერლის, ზურა დოიჯაშვილის შესახებ სასიხარულო, თუმცა ყალბ ინფორმაციას ავრცელებს - თითქოს ზურა დოიჯაშვილს მეგობრებმა ბინა აჩუქეს, დათო ოქიტაშვილის ხელმძღვანელობით კონცერტი ჩაატარეს და იქ შეგროვებული თანხით მოახერხეს ეს ყველაფერი.

ჩვენ დავუკავშირდით მომღერლის ახლო მეგობარს, ჟურნალისტ ბესო ჩუბინიძეს, რომელმაც ერთი კვირის წინ თბილისის მერს კახი კალაძეს მიმართა პეტიციით და თხოვნით (რომელსაც 2000-მდე ხელმოწერა ჰქონდა თანდართული) რათა ზურა დოიჯაშვილის ოჯახისთვის დახმარების სახით მოეხერხებინათ ბინის გადაცემა.

"8 ივნისის საღამოს სოციალურ ქსელში შესვლისთანავე ასობით პირადი შეტყობინება დამხვდა, სადაც ხალხი მთხოვდა ზურასთვის მიმელოცა ბინის გადაცემა, გამოჯანმრთელება და ცოტა გაკვირვებული დავრჩი, რადგან მსგავსი რამ, რომ მომხდარიყო მე ერთ-ერთი პირველი მეცოდინებოდა. იმავე წუთს გადავურეკე ისრაელში ზურას მეუღლეს და დეტალურად გამოვკითხე ყველაფერი... 

სამწუხაროდ, ინფორმაცია ბინის გადაცემის შესახებ ტყუილია და რაც ყველაზე მთავარია, ზურას ვერც ვერაფერი გაეხარდებოდა, ვერც სიხარულით გაეღიმებოდა და ვერც ემოციისგან იტირებდა, რადგან ის უბრალოდ ფიზიკურად უკვე 2 კვირაზე მეტია აპარატზეა მიერთებული ურეაქციოდ.

ყველასთან მექნება თხოვნა, ან პირდაპირ ზურას მეუღლეს დაუკავშირდნენ ისრეალში ან ჩვენ, მის ნამდვილ მეგობრებს მოგვწერონ და გვკითხონ..." - აღნიშნა ბესო ჩუბინიძემ.

intermedia.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×