
არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში, სამოქალაქო ომს დავიწყებთ, - ამის შესახებ ყოფილი პარლამენტარი და „ქართული ოცნების" მხარდამჭერი, ხათუნა ხოფერია აცხადებს.
"მე, ხათუნა ხოფერია, ვაძლევ პირობას, რომ ისინი მიიღებენ სამოქალაქო ომს. როდესაც ისინი მოვლენ კოალიციურ ხელისუფლებაში, მე ხათუნა ხოფერია ვპირდები, რომ ჩემ ქვეყანაში დაიწყება სამოქალაქო ომი. ძალა, რომელიც ჩემ შვილებს და შვილიშვილებს ემუქრება გადაგვარებით, თავზე გვაჯდნენ, გვემუქრებოდნენ ეკლესიის გახლეჩვით - ისევ ეს ძალა თუ უნდა მოვიდეს, ფინალი იქნება ერთი", - განაცხადა ხათუნა ხოფერიამ "ალტ ინფოსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე