რეზონანსი
11.06.2020

წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ტაძარი გადაღებული ცნობილი ფოტოს გმირებს, რომლებსაც 7 წელი შვილი არ ჰყავდათ, ვაჟი შეეძნათ.ემოციური კადრის გადაღებიდან, ორი წლის თავზე მერი მელაძეს და თორნიკე სულაკაძეს შვიდი წლის ნანატრი ბავშვი ეყოლათ.

"დაიბადა ჩვენი პრინცი იოანე, მადლობა ღმერთს ამ დიდი ბედნიერებისთვის", - წერს ახალშობილის დედა სოციალურ ქსელში.

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში უშვილო წყვილები, აკვნებით და ტოჯინებით მიდიან. ითვლება, რომ თუ ტაძარს მოინახულებს წყვილი, რომელსაც შვილი არ უჩნდება მათ ღმერთი შვილს აჩუქებს. ტაძარში განსაკუთრებული ხალხმრავლობა აღდგომის მეოთხე დღეს - ხუთშაბათს არის. უამრავი მორწმუნე, უშვილო ცოლ-ქმარი, ჯვარდასაწერი ქალ-ვაჟი ევედრება ხელის მომართვას უფალს. ამ დღეს ყოველთვის წვიმს და იქაურობა ნისლით იბურება.შარშანწინ სწორედ წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის ეზოში გადაიღო ფოტოგრაფმა ლაშა შალამბერიძემ მომლოცვლეი წყვილი, რომელიც უფალს შვილს სთოვდა. ფოტო იმდენად ემოციური იყო, რომ სრულიად საქართველო მოიცვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×