თამთა ჩაჩანიძე
12.06.2020

კოვიდ-19-ის მქონე პაციენტებში შესაძლოა მწვავე პანკრეატიტი-კუჭქვეშა ჯირკვლის მწვავე ანთება განვიტარდეს - ამ დასკვნამდე მივიდნენ ინგლისის ქალაქ ლივერპულში მდებარე ბრიტანული უნივერსიტეტის მეცნიერები. კორონავირუსული ინფექციის ახალი სიმპტომი - მწვავე პანკრეატიტი ძირითადად ჭარბწონიან ახალგაზრდა მამაკაცებშია, ექიმებმა დაადგინეს, რომ ასეთ პაციენტებს ხშირ შემთხვევაში სისხლში შაქრისა და ქოლესტერინის მარალი დონე უფიქსირდებათ, რაც პანკრეატიტის შედეგადაა გამოწვეული.

„მოპოვებული მონაცემები პაციენტების იდენტიფიცირებასა და (პანკრეატიტით, როგორც კოვიდ -19- ის ახალი სიმპტომი), დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლინებას ხელს შეუწყობს," - განაცხადა პროფესორმა კრისტოფერ ჰოლორანმა.

თავის მხრივ როგორც წესი, პანკრეასის (კუჭქვეშა აჯირკვლის) ანთება, მუცლის ღრუს არეში ტკივილს იწვევს, რომელსაც თან დიარეა და პირღებინება ახლავს.

მანამდე იტალიელმა ექიმებმა ბავშვებში აღმოაჩინეს უცნაური ანთებითი სიმპტომები, რომელსაც სავარაუდოდ კორონავირუსი პროვოცირებს და რომელიც ძალიან წააგავს ე.წ. კავასაკის სინდრომს.

კავასაკის სინდრომი, რომლის წარმომავლობაც მეცნიერებისთვის ამ ეტაპზე უცნობია, საკმაოდ იშვიათი დაავადებაა და 5 წლამდე ბავშვებში ვლინდება-ხოლმე. ჩვეულებრივ პირობებში სამ თვეში ერთი შემთხვევა ვლინდება, თუმცა პანდემიის მიმდინარეობისას, ამ იდუმალი სინდრომით ჰოსპიტირებული ბავშვების რიცხვი 30-ჯერ მეტი იყო, განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც კობიდ-19 ყველაზე მეტადაა გავრცელებული.

სპეციალისტები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ კოვიდ-19-მ შესაძლოა კავასაკის სინდრომის პროვოცირებაც გამოიწვიოს, ამ სიმპტომით კორონავირუსი გასულ თვეში 4 წლის ბავშვს მეზობელ სომხეთშიც დაუდასტურდა.

კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის ძირითადი ნიშნებია რესპირატორული სიმპტომები, ცხელება, ხველა, ქოშინი და სუნთქვის გაძნელება. უფრო მძიმე შემთხვევებში, ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს პნევმონია და მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×