რეზონანსი
12.06.2020

საქართველოს მეორე პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის რძალი სოციალური ქსელშიმ მიმართვას ავრცელებს.

საქმე ეხება ედუ შევარდნაძის, „პროფილში" გამოჩენის შემდეგ მისი მისამართით დაწერილ კომენტრებს. თათია ამბობს, რომ 10 წლის ბავშვს მხოლოდ იმიტომ ლანძღავენ, რომ ის ყოფილი პრეზიდენტის შვილთაშვილი და მისი მოგვარეა.

„გადავავლე 300 კომენტარს თვალი და არ მჯერა ამხელა ბოროტების, შურის, ღვარძლის. 10 წლის ბავშვს პოლიტიკაზე ედავებიან კომენტარებში, წყევლიან და წერენ, რომ არაფერი შეერგება, რადგან ედუარდ შევარდნაძეა. (ოღონდ ედუა და 10 წლის არის). არის მეორე კატეგორია, ვისშიც შინაგანად მშობელი ცხოვრობს და რა დამოკიდებულებაც არ უნდა ქონდეს ჩემი შვილების დიდი ბაბუის მიმართ, ხვდებიან რომ ბავშვია, საყვარელი ბავშვი, როგორც ყველას შვილი და ამ უზნეობას აპროტესტებენ - მადლობა მათ.

ვისთვის კარგია ბატონი ედუარდი, ვისთვის ცუდი. ვისაც ობიექტური ხედვა აქვს მისი პოლიტიკური კარიერის მიმართ, ვისაც სუბიექტური. ვის წინაპარსაც მეოთხედი არ გაუკეთებია არც სამშობლოსთვის და არც ოჯახისთვის და ისე მარტივად განიკითხავს მსოფლიო პიროვნებას", - წერს შარანგია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×