
მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა მასშტაბური კვლევა ჩაატარა იმის დასადგენად, თუ რა გავლენას ახდენს კლიმატი კოვიდ-19 ვირუსის გავრცელების სიჩქარეზე და რა პირობებში ხდება ეპიდემიის გაცრცელება ყველაზე სწრაფად. კვლევა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილებში, 50 მსხვილ ქალაქში ჩატარდა და მისი შედეგები ამერიკის სამდიცინო ასოციაციის ჟურნალ JAMA Network Open-ში გამოქვეყნდა.
ბრიტანული გამოცემა „დეილი მეილის" ცნობით, კვლევა იანვრიდან მარტის ჩათვლით ჩატარდა, რისთვისაც მიზანმიმართულად შეირჩა 8 ისეთი ქალაქი, სადაც ინფიცირებულთა რაოდენომა ყველაზე მაღალი იყო - მილანი (იტალია), უხანი (ჩინეთი), ტეგუ (სამხრეთ კორეა), ტოკიო (იაპონია), ყუმი (ირანი), პარიზი (საფრანგეთი), სიეტლი (აშშ) და მადრიდი (ესპანეთი) - და 42 ისეთი ქალაქი, სადაც კოვიდ-19-ით ინფიცირების მხოლოდ ერთეული შემთხვევები ფიქსირდებოდა.
კვლევისას დადგინდა, რომ ის ქალაქები, სადაც ინფიცირების ახალი შემთხვევების ზრდის ტემპები ყველაზე მაღალია, ჩრდილოეთ განდეის 30-ე და 50-ე გრადუსებს შორის მდებარეობს.
გარდა ამისა, კვლევით დადგინდა, რომ ეპიდემიის ყველაზე სწრაფი ზრდა ამ ქალაქებში მაშინ იყო, როდესაც ჰაერის საშუალო დღიური ტემპერატურა +5-დან +10 გრადუსამდე მერყეობდა და ტენიანობა კი 44-84% იყო.
ამ და მონაცემებზე დაყრდნობით, მკვლევარებმა შეადგინეს რუკა, სადაც აღნიშნულია, თუ რომელ რეგიონში როგორი კლიმატური პირობებია ეპიდემიის გავრცელებისათვის.
საქართველო, რომლის ტერიტორიაც სწორედ ჩრდილოეთ განედის 30-ე და 50-ე გრადუსებს შორის მდებარეობს, ყველაზე საშიშ ზონაში მოხვდა. მკვლევართა ოფიციალური დასკვნის თანახმად, რისკის ქვეშ აღმოჩნდა შემდეგი რეგიონები: ცენტრალური აზია, კავკასია, ევროპის ნაწილი, დიდი ბრიტანეთი, აშშ-ის სამხრეთ აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილები, ასევე კანადის როვინცია ბრიტანული კოლუმბია.
კვლევის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, მერილენდის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის პროფესორმა, მოჰამედ საჯადიმ განმარტა, რომ ეს რუკა და შეგროვებული მონაცემები მეცნიერებს იმის წინასწარ განსაზღვრაში დაეხმარება, თუ მსოფლიოს რომელ რეგიონშია მოსალოდნელი ეპიდემიის ახალი „აფეთქება".