რეზონანსი
14.06.2020

2015 წლის 13 ივ­ნი­სის წყალ­დი­დო­ბის მე­ხუ­თე წლის­თავ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ, თბი­ლი­სის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­ნის­ტრმა მაია ცქი­ტიშ­ვილ­მა გა­ნახ­ლე­ბუ­ლი პარ­კი „მზი­უ­რი“ გახ­სნეს. გი­ორ­გი გა­ხა­რია ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მე­უღ­ლეს­თან, მა­რი­კა ფან­ცუ­ლა­ი­ას­თან და 10 წლის ქა­ლიშ­ვილ­თან - ანას­თან ერ­თად მი­ვი­და.

გიორგი გახარიას მეუღლე 37 წლის ექიმი მარიკა ფანცულაიაა. იგი „ავერსის” კლინიკაში ექიმი-ბაქტერიოლოგის პოზიციაზე მუშაობს. მათ ერთადერთი ქალიშვილი ანა ჰყავთ, რომელიც მოსწავლეა და სიმღერა უყვარს. ის კომპოზიტორ მაია კაჭკაჭიშვილის მოსწავლე იყო.

„კი­დევ ერთხელ მად­ლო­ბა მინ­და ვუ­თხრა ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბას, რომ­ლე­ბიც ყო­ველ­გვა­რი თხოვ­ნის გა­რე­შე დად­გნენ ის, სა­დაც უნდა მდგა­რიყ­ვნენ და გა­ა­კე­თეს ის საქ­მე, რო­მე­ლიც მათ სამ­შობ­ლოს და მათ მო­ქა­ლა­ქე­ებს სჭირ­დე­ბო­დათ. ერ­თმა­ნეთ­ზე ზრუნ­ვა არის ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლი ჩვე­ნი წარ­მა­ტე­ბუ­ლი მო­მავ­ლის­თვის“, - გა­ნა­ცხა­და ღონისძებაზე გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×